უცნაურია, ამხელა პარლამენტშიც რომ ვერ ეტევიან - ხაბეიშვილი პარლამენტის შენობის დაშენებაზე

25.10.21 11:28
უცნაურია, ამხელა პარლამენტშიც რომ ვერ ეტევიან - ხაბეიშვილი პარლამენტის შენობის  დაშენებაზე

ენმ-ს ერთ-ერთი ლიდერი, ლევან ხაბეიშვილი, პარლამენტის შენობაზე სართულის დაშენების საკითხს ბიუჯეტის ფულის არამიზნობრივ ფლანგვას უკავშირებს. ხაბეიშვილის თქმით, პარლამენტის შენობაზე რამეს დაშენება სახიფათოა. 

უცნაურია, ამხელა პარლამენტში რომ ვერ ეტევიან, მით უმეტეს ამათ გაკეთებული საქმე და ნამუშევარი არავის უნახავს. შესაბამისად, ვფიქრობ, რომ საბიუჯეტო სახსრების არამიზნობრივი ხარჯი უფროა.

არ ვიცი, ვინ ვერ ეტევა კაბინეტშ,ი კობახიძე თუ მდინარაძე. საჯარო ინფორმაცია იწვევს შეშფოთების საფუძველს. 100 ათასობით ლარი ჯერ პროექტში დავხარჯეთ, მერე მილიონობით ლარი - ავარიულ შენობაზე დასაშენებლად. დაშენება არ მოსვლია დედამიზის ზურგზე თავში აზრად და რატომ შეიძლება, იხარშებოდეს ყველაფერი სისულელე ამათ თავებში", - ამბობს ლევან ხაბეიშვილი

თბილისში, პარლამენტის შენობის ერთ კორპუსზე, სართულის დაშენებას გეგმავენ. საკანონმდებლო ორგანომ უკვე გამოაცხადა ტენდერი. სატენდერო თანხა 360 ათასი ლარია. 

მსგავსი სიახლეები