"[ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე წინსვლის] შანსი არის ნულოვანი "ოცნების" პირობებში" - ვანო მაჭავარიანი
უშიშროების საბჭოს ყოფილი მდივანი, დიპლომატი ვანო მაჭავარიანი აცხადებს, რომ "ქართული ოცნების" პირობებში ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე საქართველოს წინსვლის შანსი, "ქართული ოცნების" ხელისუფლების პირობებში, ნულოვანია.
მისი თქმით, 2024 წელს "ქართულმა ოცნებამ" საკუთარი ამომრჩეველი ევროპის დაპირებით მოატყუა და ისინი უნდა დაფიქრდნენ ამას მისცეს თუ არა ხმა არჩევნებზე.
[ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე წინსვლის] შანსი არის ნულოვანი ამ ხელისუფლების პირობებში იმიტომ, რომ მიუხედავად იმ ძალიან ცუდი შეფასებისა, მაინც ევროკავშირი იტოვებს შესაძლებლობას, სთავაზობს, რომ თუ შეცვლის "ქართული ოცნება" პოლიტიკას მზად არიან, რომ ეს პროცესი წავიდეს და ძალიან კონკრეტული თარიღები იქნა დასახელებული, მონტენეგრო 2026 წელი, 2028 წელი. ანუ ძალიან კონკრეტულ თემაზე, ეს არ არის ის რაზეც "ქართული ოცნება" საუბრობდა, რომ ეს არის რაღაც იუზორული, კონკრეტული ტარიღებია, რომელსაც შესაბამისად ძალიან კონკრეტული ვალდებულებები აქ და კონკრეტული პროცედურებია გაწერილი.
საქართველოს წინსვლა გაცერებულია და ეს ნება არის პოლიტიკური, გამოხატული "ქართული ოცნების" მხრიდან.
ყველაზე აფსურდული ის არის, რომ ჩვენ რომ ახლა ვსაუბრობდეთ იმ პოლიტიკურ ძალაზე, რომელმაც არჩევნები მოიგო ამ გზავნილით, რომ არ გვინდა ევროკაშირი, არ გვინდა დასავლეთი და გვინდა რუსეთი და ა.შ., კიდევ გასაგები იქნებოდა, რომ საქართველოს მოსახლეობამ ამას მხარი დაუჭირა. პირიქით, ისინი მოვიდნენ ტყუილი დაპირებით - "ღირსებით ევროპისკენ", კონსტიტუციაში ჩაწერეს 78 მუხლი და თვითონ "ქართული ოცნების" ამომრჩეველი უნდა იდგენს, ჩემი აზრით, ქუჩაში, რომ ის მოატყუეს, ფაქტობრივად ევროკავშირში ღირსეული შესვლით მიიყვანეს არჩევნებზე 2024 წელს, ხმა მიაცემინეს. ბევრი, დარწმუნებული ვარ, ახლა სახლში ზის და ფიქრობს, აქვს ეს ორმაგი განცდა, რომ ის უბრალოდ იდიოტია, მოატყუეს და რამე საზიანოს არ აკეთებს.
[...]
"ქართული ოცნების" ამომრჩეველი უნდა დაფიქრდეს, ამას მისცა ხმა 2024 წელს? უნდა რომ ქვეყანა რუსეთის პროვინცია გახდეს?" - თქვა ვანო მაჭავარიანმა.