აქციების მონაწილე ამბობს, რომ ე.წ. ტიტუშკებმა სახლთან ჩასაფრება მოუწყვეს და სცემეს

06.11.25 11:31
აქციების მონაწილე ამბობს, რომ ე.წ. ტიტუშკებმა სახლთან ჩასაფრება მოუწყვეს და სცემეს

პროევროპული აქციების მონაწილე, ნუგზარ კირთაძე ამბობს, რომ ე.წ. ტიტუშკებმა სახლთან ჩასაფრება მოუწყვეს,  სასტიკად სცემეს და დაასისხლიანეს. მისი თქმით, მინიმუმ ორი ნიღბიანი მას სადარბაზოში დახვდა და ზურგიდან ჩაარტყეს პირველად.  დაზიანებები იმდენად მძიმე აღმოჩნდა, რომ მამაკაცმა რამდენიმე წუთით  გონებაც დაკარგა.

"მიყვიროდნენ, ხომ იცი რისი გულისთვის გხვდება" - ამბობს ნაცემი მამაკაცი გავრცელებულ ვიდეო ჩანაწერში.

„კიბეზე ფეხი რომ შევდგი, უკნიდან ვიღაცამ კედელზე მიმახეთქა... კედელზე მიმაყენეს და „დამიშვეს“. თან მიყვიროდნენ, ხომ იცი, რისი გულისთვის გხვდება, ახლა მაინც არ გაჩერდებიო?!. ბოლოს გავითიშე... რომ გამოვფხიზლდი, უკვე არავინ იყო ირგვლივ“, - იხსენებს ის.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ სისხლის სამართლის საქმე აძრა ძალადობის, 126-ე მუხლით.