სერგეი შოიგუ "ქართულ ოცნებას" აქებს

06.11.25 10:35
სერგეი შოიგუ "ქართულ ოცნებას" აქებს

რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივანმა, სერგეი შოიგუმ პრესკონფერენციაზე "ქართული ოცნება" შეაქო. მისი განცხადებით, ივანიშვილის გუნდმა შეძლო და არჩევნების დროს საქართველოში ვითარების დესტაბილიზაციისკენ მიმართულ დესტრუქციულ ქმედებებს შეეწინააღმდეგა.

რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივანმა აღნიშნა, რომ "ოცნების" ხელისუფლების "გამძლეობა უნდა დააფასონ". 

...საქართველოს ხელისუფლებამ შეძლო და ერთი თუ მეორე არჩევნების დროს საქართველოში ვითარების დესტაბილიზაციისკენ მიმართულ დესტრუქციულ ქმედებებს შეეწინააღმდეგა. რა თქმა უნდა, უნდა დავაფასოთ [საქართველოს] ხელისუფლების გამძლეობა - მათ ნამდვილად დაიცვეს საქართველოსა და ქართველი ხალხის ინტერესები" - განაცხადა შოიგუმ.

მსგავსი სიახლეები