ხატია დეკანოიძე: მდინარაძე მოხვდება სასანქციო ყულაბაში
"ერთობა ნაციონალური მოძრაობის" ლიდერი, ხატია დეკანოიძე კონგრესმენების წერილს ეხმიანება, სადაც ისინი სახელმწიფო დეპარტამენტისგან "ქართული ოცნების" რიტორიკაზე საპასუხო ზომების მიღებას და აშშ- ს საელჩოს ყოფილი თანამშრომლების დაცვას ითხოვენ.
"ამერიკელები მტრებად გავიხადეთ, ხოლო რუსები - მადიდებლებად"- ასეთია ოპოზიციონერის შეფასება.
აშშ-ს კონგრესის წევრები მოუწოდებენ სახელმწიფო დეპარტამენტს - დაიცვას აშშ- ს საელჩოს ყოფილი თანამშრომლები და დიპლომატები ქოცების თავდასხმისგან. წერილში აქცენტია მდინარაძეზე, რომელმაც მთავარი პროპაგანდისტული ხაზი ააწყო.
მდინარაძე მოხვდება სასანქციო ყულაბაში, როგორც ჩანს.
წარმოუდგენელ რეალობაში ვართ - ამერიკელები მტრებად გავიხადეთ, ხოლო რუსები - მადიდებლებად"- წერს ხატია დეკანოიძე.