მედია: ტრამპს პუტინმა ომის მოგვარებასთან დაკავშირებით თხოვნით მიმართა
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის თქმით, ორი კვირის წინ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა მას უკრაინაში ომის მოგვარებაში დახმარება სთხოვა, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, ტრამპის თქმით, სატელეფონო საუბრის დროს პუტინმა განაცხადა, რომ 10 წელია ცდილობს ომის დასრულებას, მაგრამ ვერ ახერხებს.
აშშ-ის პრეზიდენტის მტკიცებით, მან რამდენიმე მსგავსი საკითხის ერთ საათში მოგვარება გაეროს დახმარების გარეშე შეძლო.
„მე მას ორი კვირის წინ ვესაუბრე და მან მითხრა: „ჩვენ 10 წელია ვცდილობთ ამ ომის მოგვარებას. ვერ შევძელით ამის გაკეთება. თქვენ მოგვიგვარეთ“, - აღნიშნა ტრამპმა.