არ მიკვირს, კორპუსი რომ დააშენონ პარლამენტის შენობას - ბიბილაშვილი

25.10.21 11:30
არ მიკვირს, კორპუსი რომ  დააშენონ პარლამენტის შენობას - ბიბილაშვილი

"ლელოს" ერთ-ერთი ლიდერი, ანა ბიბილაშვილი, პარლამენტის შენობაზე სართულის დაშენების გადაწყვეტილებას არასერიოზულად მიიჩნევს. ბიბილაშვილის თქმით, მსგავსი ჩარევა შენობის მდგრადობას საფრთხეს უქმნის. 

წარმოუდგენელია, ვის თავში მოიხარშა საერთოდ პარლამენტის შენობაზე დაშენების საკითხი და ამ ადამიანების თავში ისიც რომ არ მოიხარშა, რომ კორპუსი დააშენონ პარლამენტის შენობას, ესეც მიკვირს იმიტომ, რომ ადეკვატურობის საზღვრები დაკარგეს. როგორ შეიძლება ამ მნიშვნელობის შენობაში ასე ჩარევა და საფრთხის შექმნა მისი კონსტრუქციული მდგრადობისთვის", - ამბობს ბიბილაშვილი.

თბილისში, პარლამენტის შენობის ერთ კორპუსზე სართულის დაშენებას გეგმავენ. საკანონმდებლო ორგანომ უკვე გამოაცხადა ტენდერი. სატენდერო თანხა 360 ათასი ლარია.