ახალი დეტალები ჯანსუღ ჩარკვიანის შვილიშვილის დაკავების საქმეზე

06.11.25 11:09
ახალი დეტალები ჯანსუღ ჩარკვიანის შვილიშვილის დაკავების საქმეზე

ახალი დეტალები ჯანსუღ ჩარკვიანის შვილიშვილის დაკავების საქმეზე - "პირველებმა" გაარკვია, რომ  პოლიციამ ჩხრეკაა ჩაატარა ჯაკო (ჯანსუღ) ჩარკვიანის სახლშიც.
 
"პირველებს" დაკავებული კაცის ოჯახის წევრები უყვებიან, რომ სახლებში სავარაუდოდ იარაღს ეძებდნენ, მაგრამ ვერაფერი იშოვეს.  ჩარკვიანი, რომელსაც ჯგუფური ძალადობის თანამონაწილეობას ედავებიან ახლა დუმილის უფლებას იყენებს.

[ჯაკო ჩარკვიანი] საკუთარ სახლში იმყოფებოდა და ერთი წუთით არ მიმალულა. მივიდა ადვოკატთან ერთად და პოლიციას თავად ჩაბარდა. დანარჩენი ბიჭები [ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეები] ალბათ ცალკე იყვნენ. ეს ნიუანსები არ ვიცი. ამის შემდეგ გაიჩხრიკა ჯანოს სახლი, ვერაფერი იპოვეს. შემდეგ გადავიდნენ ჯაკოს ბიძის სახლში, არაჩვეულებრივი კაცის სახლში, მისი სახლის ხრეკა წარმოუდგენელი ამბავია. აი, ასე შელაგდნენ და ზურას მიადგნენ - ეძებდნენ იარაღს"- აღნიშნა პუბლიცისტმა თაკო ჩარკვიანმა. 

ჯაკო (ჯანსუღ) ჩარკვიანის ოჯახი ამტკიცებს, რომ მომხდარი შესაძლოა, დადგმული სპეცოპერაციის ნაწილი იყო და წარსულში მომხდარ კონფლიქტს უკავშირდებოდეს, როცა, სამი წლის წინ ჩარკვიანი გაიტაცეს და თითები დაამტვრიეს.

ძალადობას გამართლება არასდროს აქვს. ეს თემა ჩემთან არასდროს განიხილება. 

გამართლდა ჩემი სიტყვები, ეს იყო აბსოლუტურად დაგეგმილი პროვოკაცია - ქეიფიდან ნასვამი ბიჭების შეტყუება. მე არ შემიძლია ხელი დავადო, [მანჩო გიორგიბიანმა პროვოკაცია თავად დაგეგმა თუ გამოიყენეს] ამას გამოძიება დაადგენს, ეს ქალი ამ თავისი ფსიქიკით გამოყენებული იქნა თუ მისი ინიციატივა იყო. იქ ისეთი ორი გარემოება გამოვლინდა მინიმუმ ორი, რომ ეს მიდის იმ ძველ ისტორიასთან.

იჭზე, რომელიც ნაწამები, სისხლის გუნეში ეგდო სიუჟეტი თქვენს ეთერშიც გავიდა - რამდენიმე თვეში ჯანო გაიტაცეს, ჯაჭვით ჰყავდათ მიბმული, აწამეს - ჩაქუჩით ჩაუმტვრიეს მამუკას შვილს ათივე თითი. ეს ძალიან გახმაურებული ბანდა იყო და მთელმა ქალაქმა იცის, რომელსაც, როგორც ამბობენ, სახელისუფლებო ოლიგარქატი მფარვებოდბდა"- დასძინა დაკავებული ჯაკო ჩარკვიანის მამიდამ. 

სუპერმარკეტ „სპარის“ ორი თანამშრომლის მიმართ განხორციელებულ ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეებიდან ერთ-ერთი მომღერალ მამუკა ჩარკვიანის შვილი, ჯაკო (ჯანსუღ) ჩარკვიანი პოლიციას გუშინ ჩაბარდა.

2 ნოემბერს, გვიან ღამით, სუპერმარკეტ „სპარში“ ორ თანამშრომელს ფიზიკურად გაუსწორდნენ. სამართალდამცავებმა ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და მასში მონაწილეობის ფაქტზე "ქართული ოცნების" მხარდამჭერი, მანჩო გიორგობიანი დააკავეს.

შსს-ს ცნობით, მანანა გიორგობიანი დაუკავშირდა ჯაკო ჯანსუღ ჩარკვიანს, რომელიც ადგილზე თანმხლებ პირებთან ერთად მივიდა, რა დროსაც მათ, სუპერმარკეტის ორი თანამშრომელი ძალის გამოყენებით გაიყვანეს გარე ტერიტორიაზე და ჯგუფურად ფიზიკურად გაუსწორდნენ.