უილსონი: "ოცნების" რეჟიმი საფრთხეს უქმნის აშშ-ის პორტებსა და სახმელეთო წვდომას შუა დერეფნის მინერალებზე

06.11.25 11:52
უილსონი: "ოცნების" რეჟიმი საფრთხეს უქმნის აშშ-ის პორტებსა და სახმელეთო წვდომას შუა დერეფნის მინერალებზე

"სამწუხაროდ, ანტიამერიკული "ოცნების" რეჟიმი საფრთხეს უქმნის აშშ-ის პორტებსა და სახმელეთო წვდომას შუა დერეფნის მინერალებზე" - ამის შესახებ აშშ-ის ჰელსინკის კომისიის თანათავმჯდომარე, კონგრესმენი ჯო უილსონი სოციალურ ქსელში წერს და აღნიშნავს, რომ ივანიშვილის გუნდმა პორტები ჩინეთის კომუნისტურ პარტიას გადასცა.

მისი თქმით, ჩინეთის ინფრასტრუქტურით მართული და ჩინეთის კომუნისტური პარტიის მიერ კონტროლირებადი სავაჭრო მარშრუტები აშშ-ის ეკონომიკურ და ეროვნულ უსაფრთხოებას საფრთხეს უქმნის. 

მადლიერი ვარ ადმინისტრაციის ხელმძღვანელობის მიმართ, რომელიც კრიტიკული მინერალური მარაგების დივერსიფიკაციისა და მოძველებული ბარიერების მოხსნისკენ არის მიმართული. სამწუხაროდ, ანტიამერიკული "ქართული ოცნების" მძვინვარე რეჟიმი საფრთხეს უქმნის აშშ-ის პორტებსა და სახმელეთო წვდომას შუა დერეფნის მინერალებზე, თავის პორტს ჩინეთის კომუნისტურ პარტიას გადასცემს და რეპუტაციის მქონე ინვესტორებს მაფიოზური კორუფციის სასარგებლოდ აძევებს. ჩინეთის ინფრასტრუქტურით მართული და ჩინეთის კომუნისტური პარტიის მიერ კონტროლირებადი სავაჭრო მარშრუტები საფრთხეს უქმნის აშშ-ის ეკონომიკურ და ეროვნულ უსაფრთხოებას," - წერს უილსონი.