"თუ ჩამანაცვლებენ- ჩამანაცვლონ" - მედიცინის დოქტორი ზურაბ ფაღავა კონსილიუმს ტოვებს

25.10.21 11:16
"თუ ჩამანაცვლებენ- ჩამანაცვლონ" - მედიცინის დოქტორი ზურაბ ფაღავა კონსილიუმს ტოვებს

მედიცინის დოქტორი, რომელმაც იუსტიციის მინისტრი ტყუილში ამხილა, კონსილიუმს ტოვებს. ზურაბ ფაღავამ ეს ინფორმაცია "პირველებს" თავად დაუდასტურა. ბოხუას კლინიკის ერთ-ერთი ცნობილი ექიმი-კარდიოლოგი კონსილიუმის დატოვების მიზეზად ჯანმრთელობის მდგომარეობას ასახელებს. 

შაბათი იყო, თუ არ ვცდები, კონსილიუმის შემდეგ, რაღაც ვერ ვიყავი კარგად და გავუგზავნე წერილი პენიტენიცური სისტემის ჯანმრთელობის დეპარტამენტის უფროსს. შევაჩერე ჩემი აქტივობა აი, ამ ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო. ვნახოთ ახლა, თუ ჩამანაცვლებენ- ჩამანაცვლებენ, თუ არადა, როდესაც უკეთესად გავხდები, შეიძლება, დავბრუნდე. ჩემი რეკომენდაციები სრულდება თუ არ სრულდება, იქ ჩანაწერები არსებობს, კონსილიუმმმა რა უნდა გააკეთოს? კონსილიუმი იძლევა რეკომენდაციებს, - ამბობს ფაღავა.  

ზურაბ ფაღავა  პირველი ექიმი იყო, ვინც იუსტიციის მინისტრი, რატი ბრეგაძე სიცრუეში ღიად დაადანაშაულა. მან ღარიბაშვილის მთავრობის წევრის გავრცელებული ინფორმაცია, რომ მედიკოსების ჯგუფს მინისტრთან შეხვედრაზე  სააკაშვილის სამოქალაქო საავადმყოფოში გადაყვანის თემა არ განუხილავს, უარყო.