ბათუმელები: „ოცნებამ“ მზია ამაღლობელის საქმის პროკურორები დააწინაურა
მზია ამაღლობელის საქმის პროკურორები დააწინაურეს: თორნიკე გოგეშვილი ბათუმის პროკურორის მოადგილე გახდა, შოთა ჩხაიძე – ოზურგეთის რაიონული პროკურორის მოადგილე - ინფორმაციას „ბათუმელები“ ავრელებს.
„ბათუმელები" წერს, რომ მათ რამდენიმე ინფორმირებულმა წყარომ დაუდასტურა, თორნიკე გოგეშვილი ბათუმის პროკურორის მოადგილედ დაახლოებით ერთი კვირის წინ დანიშნეს, შოთა ჩხაიძე კი, უკვე ორი თვეა ოზურგეთის პროკურორის მოადგილეა.
მზია ამაღლობელის საქმის პროკურორი თორნიკე გოგეშვილი ლიეტუვამ და ესტონეთმა 2025 წლის 3 მარტს დაასანქცირა.
ბათუმის პროკურორი 2025 წლის ივლისიდან ირაკლი გაჩეჩილაძეა. ამავე პერიოდიდან აჭარის პროკურორი გიორგი ცხოვრებაძეა.
ბათუმის პროკურორის მოადგილის თანამდებობაზე ამ დრომდე ალექსანდრე ძირკვაძე მუშაობდა. „ბათუმელები“ ინფორმაციით ის სუს-ში გადაიყვანეს ერთ-ერთ თანამდებობაზე.
გუშინ, 5 ნოემბერს, მზია ამაღლობელის საქმის ცრუ მოწმე პოლიციელი არჩილ ანთაძე ბათუმის ბულვარის დირექტორად დანიშნეს. მანამდე კი ბათუმის პოლიციის უფროსი ირაკლი დგებუაძე, რომელიც მზია ამაღლობელის საქმის მთავარი ფიგურანტია, თბილისში გადაიყვანეს და პოლიციის ატაშეების ხელმძღვანელი გახდა