კონგრესმენებს, რომლებმაც რუბიოს წერილი გაუგზავნეს, "ოცნებამ" კორუმპირებული უწოდა

06.11.25 13:28
კონგრესმენებს, რომლებმაც რუბიოს წერილი გაუგზავნეს, "ოცნებამ" კორუმპირებული უწოდა

 

 

"ქართლი ოცნების" წარმომადგენლები აშშ-ის სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოსთვის კონგრესმენების მიერ გაგზავნილ წერილს ეხმიანებიან, რომელშიც ორპარტიული წერილის ავტორები მაღალჩინოსანს მოუწოდებენ, დაიცვას აშშ-ის ყოფილი პერსონალი, რომლებიც, საქართველოში ანტიამერიკული რიტორიკის ზრდის ფონზე, ქართველი ოფიციალური პირების უსამართლო სამიზნეები არიან.

"ოცნების" წევრი, არჩილ გორდულაძე შეერთებული შტატების კონგრესმენებს თავს ესხმის და ამბობს, რომ ისნი "დიფ სთეითის" მიერ ფინანსდებიან, ფულს იღებენ და კორუფციულ სქემებში არიან გახვეულები. 

თუ მანამდე ივანიშვილის გუნდის წარმომადგენლები ამბობდნენ, რომ დასავლელი პარტნიორები ქვეყნის შიდა პოლიტიკაში ერეოდნენ, დღეს, არჩილ გორდულაძემ განაცხადა, რომ "რევოლუციის მოწყობას აშშ და ევროპული ქვეყნები კი არა "დიფ სთეითი" ცდილობს". 

ეს პირები არიან, რომლებიც პირდაპირ თანხებს იღებენ და დადასტურებული არის ისევ და ისევ აშშ-ში მოქმედი FARA-ს მიერ, რომ ფინანსდებიან, თანხებს იღებენ, არიან კორუფციულ სქემებში გახვეული, სამწუხაროდ და მათ შორის, გამორჩეულები არიან თავდასხმებით იმ ქვეყნების მიმართ და განსაკუთრებით საქართველოს, რომელიც არ ექვემდებარება "დიფ სთეითის" გალენებს. მაგალითად შემიძლია გითხრათ, ჯინ შაჰინზე დადასტურებულად და ჯო უილსონზე ხომ მითუმეტეს. 

არცერთხელ არ გვითქვამს, რომ აშშ აფინანსებს, ან ცდილობს რევოლუციის მოწყობას, ან რომელიმე ევროპული ქვეყანა, მაგრამ როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ კონკრეტულ იმ ძალაზე, რომელსაც შეერთებულ შტატებში "დიფ სთეითს" უწოდებენ, ხოლო ჩვენ ქვეყანაში ვუწოდებთ "დიფ სთეითს" და "გლობალური ომის პარტიას". 

აშშ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელს არ დაუდანაშაულებია რევოლუციის დაფინანსებაში. რა შანტაჟის მექანიზმიც არ უნდა იყოს გამოყენებული, ვერ და არ დავემორჩილებით შანტაჟს იმიტომ, რომ ამ შანტაჟს არ ემორჩილება ქართველი ხალხი," - ამბობს არჩილ გორდულაძე.  

ცნობისთვის, წერილში საუბარია მამუკა მდინარაძის მიერ გაკეთებულ განცხადებაზე, რომელშიც ის აშშ-ს მთავრობას საგარეო სამსახურის მოქალაქეებისთვის (FSN) "გადახდების" უზრუნველყოფით საქართველოში "რევოლუციის გაღვივებაში სდებს ბრალს".

გავლენიანი კონგრესმენები წერენ, რომ „ქართული ოცნების“ მიერ გავრცელებულმა საშიშმა სიცრუემ აშშ-ის ყოფილი პერსონალი საფრთხეში ჩააგდო“. წერილის ავტორები თვლიან, რომ სახელმწიფო დეპარტამენტმა ივანიშვილის პოლიტიკურ გუნდს მკაცხრად უნდა უპასუხოს.