საქართველო სრულად იმეორებს იმას, რაც საუკუნის დასაწყისში რუსეთში ვიხილეთ - გია ხუხაშვილი
საქართველოში მიმდინარე პროცესი სრულად იმეორებს იმას, რაც საუკუნის დასაწყისში რუსეთში ვიხილეთ - ამის შესახებ სოციალურ ქსელში ექსპერტი გია ხუხაშვილი წერს.
პოლიტოლოგის თქმით, განსხვავება მხოლოდ იმაშია, რომ ამჯერად გათვალისწინებულია ხარვეზები, რაც რუსეთში იქნა დაშვებული.
“რუსული ტიპის რეჟიმის ფორმირებას თავისი მწყობრი ლოგიკა აქვს და ის იმპერიული სპეცსამსახურების მიერ თავის დროზე შემუშავებული შესაბამისი ალგორითმით ხელმძღვანელობს.
საქართველოში მიმდინარე პროცესი სრულად იმეორებს იმას, რაც საუკუნის დასაწყისში რუსეთში ვიხილეთ.
განსხვავება მხოლოდ იმაშია, რომ ამჯერად გათვალისწინებულია ის ხარვეზები, რაც რუსეთში იქნა დაშვებული. ამასთანავე, პროცესი ბევრად უფრო სწრაფად და ინტენსიურად მიმდინარეობს.
როგორც ჩანს, კრემლი ჩქარობს, რათა არაერთგვაროვანი საერთაშორისო ვითარების და შიდა სამოქალაქო წინააღმდეგობის ფონზე, პროცესი შეუქცევადი გახადოს“, - აცხადებს გია ხუხაშვილი.
მთვარი პროკურორის ბრიფინგზე ცნობილი გახდა, რომ პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის, გიორგი ვაშაძის, ნიკა გვარამიას, ნიკანორ მელიას, ზურაბ გირჩი ჯაფარიძის, ელენე ხოშტარიას, მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო.