„ქურდული სამყაროს“ წევრობის ბრალდებით დაკავებული ექვს პირს პატიმრობა, ერთს ნანა მეფარიშვილს 3 000-ლარიანი გირაო შეეფარდა

06.11.25 15:10
„ქურდული სამყაროს“ წევრობის ბრალდებით დაკავებული ექვს პირს პატიმრობა, ერთს ნანა მეფარიშვილს 3 000-ლარიანი გირაო შეეფარდა

„ქურდული სამყაროს“ წევრობისა და მხარდაჭერისთვის პასუხისგებაში მიცემული შვიდი პირიდან ექვსს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა, ნანა მეფარიშვილს კი 3 000 ლარის ოდენობით გირაო შეუფარდა. 

  • სხდომას 4 ბრალდებული: ნანა ნეფარიშვილი, გიორგი კირთაძე, ლევან მოისწრაფიშვილი, ბადრი ნათობაძე ესწრებოდა.  ბრალდებულების: ნოდარ ნიშნიანიძე, კაკო ტუღუში („ენცო“), თამაზ მეფარიშვილის მიმართ ძებნაა გამოცხადებული.

ამასთან, პროკურორ ვაჟა თოდუას თქმით, ე.წ. კანონიერი ქურდის ძმის, ლევან ჯანგველაძის მკვლელობის შემდეგ „ქურდულ სამყაროში“ მიიღეს გადაწყვეტილება, მკვლელობაში მონაწილე პირების ანგარიშწორების შესახებ. 

ე.წ. ქურდული სამყაროს წევრობის, „ქურდული სამყაროს საქმიანობის მხარდაჭერის“, „ქურდული სამყაროს წევრისთვის“ მიმართვის ბრალდებით დაკავებულია 34 პირი, 7 პირს კი – მათ შორის პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფ 2 პირს, საზღვარგარეთ მყოფ 4 პირს და ერთ „კანონიერ ქურდს“ - ბრალი დაუსწრებლად წარედგინა.