ბადრი ჯაფარიძე პროკურატურაში დაიბარეს
"ძლიერი საქართველო-ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერი ბადრი ჯაფარიძე პროკურატურაში დაიბარეს.
17:00 საათზე პოლიტიკოსს ბრალს წარუდგენენ. ბადრი ჯაფარიძეს ბრალდება წარედგინება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით - საბოტაჟი.
საბოტაჟის, უცხო ქვეყნისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარების, საქართველოს კონსტიტუციური წყობილების და ეროვნული უშიშროების საფუძვლების წინააღმდეგ მიმართული საქმიანობის დაფინანსების და საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისაკენ, ან სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდების ბრალდებით სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო მიხეილ სააკაშვილის, გიორგი ვაშაძის, ნიკა გვარამიას, ნიკა მელიას, ზურაბ ჯაფარიძის, ელენე ხოშტარიას, მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის მიმართ.
პროკურატურა აღკვეთის ღონისძიების სახით მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის მიმართ გირაოს მოითხოვს, ხოლო სხვა ბრალდებულების მიმართ, რომლებიც ისედაც საპატიმროში არიან, წინასასამართლო სხდომის თარიღის განსაზღვრას.