გახარიას გუნდს პარტიის წევრები ტოვებენ - ექსპრემიერს წაალენჯიხაში საკრებულოს წევრი, ნანა ლემონჯავა, გაემიჯნა
გახარიას გუნდს პარტიის წევრები ტოვებენ. ექსპრემიერს წალენჯიხაში საკრებულოს წევრი გაემიჯნა.
პარტიიდან წასვლის მიზეზად ნანა ლემონჯავამ "ნაციონალურ მოძრაობასთან" კოჰაბიტაცია დაასახელა.
ბრალდებას უარყოფენ პარტია "საქართველოსთვის" ცენტრალურ ოფისში. პარტიის წევრების თქმით, ნანა ლემონჯავას ოჯახის წევრს "ქართული ოცნების" ადგილობრივმა შტაბმა მაღალანაზღაურებადი სამსახური შესთავაზა, რაც ლემონჯავას მხრიდან პოლიტიკური გადაწყვეტილების მიზეზი გახდა.
ჩვენი პარტია გაერთიანებულია იმ ღირებულებების გარშემო, რაც არის კეთილსინდისიერება და პროფესინალიზმი. ჩვენ არ ვთავაზობთ მათ ოჯახის წევრებს არც 1000 და 500 ლარიან სამსახურს, იმიტომ, რომ არ გვჭირდება ასეთი გუნდის წევრები. ბუნებრივია, ის, რომ ქალბატონი ნანა ლემონჯავა, რომლის მეუღლეც „ქართულმა ოცნებამ“ დაასაქმა, რომ არ არის ჩვენი პარტიის წევრი, კარგია ნამდვილად იმიტომ, რომ მათი ადგილი ჩვენს გუნდში არ არის და ქალბატონმა ნანამაც უნდა იცოდეს, რომ მის გადაწყვეტილებას საზოგადოება სწორად შეაფასებს, - ამბობს პარტია „საქართველოსთვის“ წარმომადგენელი.