"ოცნების" ლიდერების დასანქცირების გამო, ოპოზიციის ლიდერების წინააღმდეგ საქმე აღძრეს
გენარალური პროკურატურა "ქართულ ოცნებასთან" დაკავშირებული 300-მდე პოლიტიკური თანამდებობის პირისა, საჯარო მოხელის თუ ბიზნესმენის სანქცირებას ხელისუფლების ოპონენტების პოლიტიკურ აქტიურობას უკავშირებს.
გენერალურმა პროკურორმა, გიორგი გვარაკიძემ დღეს ამ მიმართულებით სამი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის გვარი დაასახელა: ელენე ხოშტარია, ზურაბ ჯაფარიძე და გიორგი ვაშაძე.
- ჩამოთვლილი პოლიტიკოსის წინააღმდეგ საქმე აღძრულია საბოტაჟისა და უცხო ქვეყნისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარების მუხლებით. ხოშტარიას ასევე ედავებიან კონსტიტუციური წყობილების წინააღმდეგ მიმართული საქმიანობის დაფინანსებას ან მხარდაჭერას.
ელენე ხოშტარია, ზურაბ გირჩი ჯაფარიძე და გიორგი ვაშაძე, ინფორმაციას და დოკუმენტურ მასალას, მათ შორის, საჯარო სამსახურში დასაქმებულ პირთა სიებს, პერიოდულად სანქციების დასაწესებლად აწვდიდნენ უცხო სახელმწიფოების წარმომადგენლებს. შედეგად, სხვადასხვა ქვეყნების მხრიდან, სანქციები დაუწესდა მთლიანობაში საქართველოს 300-მდე მოქალაქეს, მათ შორის პოლიტიკური თანამდებობის პირებს, საჯარო მოხელეებს და ცალკეულ ბიზნესმენებს"- თქვა მთავარმა პროკურორმა.