ახალი ბრალი ოპოზიციონერ ლიდერებს - რუსთავის ციხეში გამომძიებლები შევიდნენ
რუსთავის ციხეში დაკავებულ პოლიტიკოსებთან გამომძიებლები ახალი ბრალის წარსადგენად შევიდნენ - ნიკა გვარამიას, ნიკა მელიას, ზურაბ ჯაფარიძე, გიორგი ვაშაძეს და ელენე ხოშტარიას ამ წუთებში პროკურატურის გამომძებლები ბრალის ოფიციალურ დადგენილებას აცნობენ.
გამომძიებლებმა "პირველების" არაერთი კითხვის მიუხედავად, პოლიტიკოსებთან სასჯელაღსრულებიი დაწესებულებაში შესვლამდე კომენტარი არ გააკეთეს და არ თქვეს, რა წერია ბრალის ოფიციალურ დადგენილებაში.
საქმის დეტალებთან დაკავშირებით გენერალურ პროკურატურაში გააკეთა განცხადება გენერალურმა პროკურორმა და სხვა ინფორმაციას ვერ მოგაწვდით" ,- ამბობენ გამომძიებლები.
პროკურატურა ამბობს, რომ პოლიტიკოსები ვინც დაკავებულები არიან, ციხეს დათქმულ ვადაში დატოვებენ და ამის შემდეგ დაელოდებიან ახალ განაჩენს.
ვის რას ედავება პროკურატურა:
- მიხეილ სააკაშვილი - ბრალდება წარედგინება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე მუხლით - საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისაკენ ან სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ მოწოდება.
- ზურაბ ჯაფარიძე ბრალდება წარედგინებათ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით და 319-ე მუხლით - საბოტაჟი და უცხო ქვეყნისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარება.
- გიორგი ვაშაძე - ბრალდება წარედგინებათ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით და 319-ე მუხლით - საბოტაჟი და უცხო ქვეყნისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარება.
- ელენე ხოშტარია - ბრალდება წარედგინება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით, 319-ე მუხლით და 321-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით - საბოტაჟი, აღნიშნული დანაშაულისთვის მატერიალური რესურსების მიწოდება და უცხო ქვეყნისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარება.
- ნიკა გვარამია, ნიკა მელია, მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე - ბრალდება წარედგინებათ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით - საბოტაჟი.