"გადაწყვეტილება მიღებულია ოპოზიციური სპექტრის გაქრობისთვის" - ნიკა მელიას ადვოკატი

06.11.25 17:20
"გადაწყვეტილება მიღებულია ოპოზიციური სპექტრის გაქრობისთვის" - ნიკა მელიას ადვოკატი

კოალიცია "ცვლილებისთვის დაკავებული ლიდერის, ნიკა მელიას ადვოკატის, გიორგი კონდახაშვილის თქმით, გადაწყვეტილება, რომელიც "ოცნებამ" ოპოზიციონერების წინააღმდეგ მიიღო, საუბარია ახალი სისხლის სამართლის საქმის აღძვრაზე, სხვა არაფერია თუ არა ოპოზიციური სპექტრის გაქრობისთვის მიღებული გადაწყვეტილება.

კონდახაშვილი, რომელიც ამ წუთებში რუსთავის ციხეში იმყოფება და მელიასთვის ბრალის ოფიციალური დადგენილებსი გაცნობას ესწრება, პენიცენტიურ დაწესებულებაში შესვლამდე "პირველებთან" განაცხადა, რომ ადგილი აქვს სისხლის სამართლებრივი დევნის უკანონოდ გამოყენებას ოპოზიციონერებსი წინააღმდეგ.

ეს გადაწყვეტილება მიღებულია სრულიად ოპოზიციური სპექტრის გაქრობისთვის, ეს არის სისხლის სამართლებრივი დევნის უკანონოდ გამოყენება, როგორც ინსტრუმენტის და გამოდის, რომ ნებისმიერი საქართველოს მოქალაქე, რომელიც საჯაროდ გმობს დემოკრატიული პროცესების უკუსვლას, რბილად რომ ვთქვათ და ხელისუფლების მხრიდან თვითნებობას, გამოდის, რომ ვინც ამაზე საჯაროდ განაცხადებს, ვინც მიიღებს მონაწილეობას საჯარო პროტესტებში, ყველა მათგანი ჩაითვლება საბოტაჟის ჩამდენად და ფაქტობრივად, საქართველოს მოსახლეობსი 70%-ზე მეტი, ამ ლოგიკით აღნიშნული ბრალდების ქვეშ მოექცეს"- ამბობს გიორგი კონდახაშვილი.

ვის რას ედავება პროკურატურა: 

  • მიხეილ სააკაშვილი - ბრალდება წარედგინება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე მუხლით - საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისაკენ ან სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ მოწოდება. სააკაშვილს 3 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
  • ზურაბ ჯაფარიძე ბრალდება წარედგინებათ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით და 319-ე მუხლით - საბოტაჟი და უცხო ქვეყნისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარება. 7-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
  •  გიორგი ვაშაძე - ბრალდება წარედგინებათ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით და 319-ე მუხლით - საბოტაჟი და უცხო ქვეყნისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარება. ვაშაძეს 7-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება. 
  • ელენე ხოშტარია - ბრალდება წარედგინება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით, 319-ე მუხლით და 321-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით - საბოტაჟი, აღნიშნული დანაშაულისთვის მატერიალური რესურსების მიწოდება და უცხო ქვეყნისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარება. ხოშტარიას 7-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
  • ნიკა გვარამია, ნიკა მელია, მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე - ბრალდება წარედგინებათ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით - საბოტაჟი. ბრალსი დამტკიცების შემთხვევაში ოთხივე პოლიტიკოსს 2-დან 4 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

პროკურატურა ამბობს, რომ პოლიტიკოსები ვინც დაკავებულები არიან, ციხეს დათქმულ ვადაში დატოვებენ და ამის შემდეგ დაელოდებიან ახალ განაჩენს.