ელენე ხოშტარია და მისი ადვოკატი ბრალის წარდგენის პროცედურას არ დაესწრნენ

06.11.25 17:38
ელენე ხოშტარია და მისი ადვოკატი ბრალის წარდგენის პროცედურას არ დაესწრნენ

ელენე ხოშტარია და მისი ადვოკატი ბრალის ოფიციალურად წარდგენის პროცედურას არ ესწრებოდნენ - კოალიცია "ცვლილებისთვის" დაკავებულ ლიდერს რუსთავის ქალთა ციხეში ახალი ბრალი დაუსწრებლად წარუდგინეს. 

სავარაუდოდ, ახლა იმყოფებიან გამომძიებლები ცარიელ შეხვედრების ოთახში და ადგენენ ოქმს იმასთან დაკავშირებით, რომ გამოცხადდნენ ბრალსი წარდსადგენად. არ ესწრება ამ პროცესს არც თავად პოლიტიკური პატიმარი ელენე ხოშტარია და არც მისი ადვოკატი. ცინიკურად რომ გითხართ, ის მადლობელია საქართველოს პოლიტიკური რეჟიმისა იმისთვის, რომ ელენეს შრომა დააფასეს და ამას აღიქვამს ერთგავრ აღაირებად იმ პროცესში იმ წვლილისთვის, რაც მას შეტანილი აქვს ამ პოლიტიკურ ბრძოლაში. პოლიტიკოსები საერთაშორისო საზოგადოებას მოუწოდებდნენ კანონის დამრღვევი რეჟიმის წარმომადგენლები დაესანქცირებინათ და ეს არის ჩათვლილი მტრულ საქმიანობად. ეს არაფერი არ  არის სხვა თუ არა მტრული საქმინობა რასაც ერქვა საბჭოთა კავშირის დროს და რის გამოც ადამიანებს ხვრეტდნენ. ეს არის 21-ე საუკუნის 37 წელი", - ამბობს შოთა თუთბერიძე.

ვის რას ედავება პროკურატურა: 

  • მიხეილ სააკაშვილი - ბრალდება წარედგინება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე მუხლით - საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისაკენ ან სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ მოწოდება. სააკაშვილს 3 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
  • ზურაბ ჯაფარიძე ბრალდება წარედგინებათ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით და 319-ე მუხლით - საბოტაჟი და უცხო ქვეყნისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარება. 7-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
  •  გიორგი ვაშაძე - ბრალდება წარედგინებათ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით და 319-ე მუხლით - საბოტაჟი და უცხო ქვეყნისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარება. ვაშაძეს 7-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება. 
  • ელენე ხოშტარია - ბრალდება წარედგინება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით, 319-ე მუხლით და 321-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით - საბოტაჟი, აღნიშნული დანაშაულისთვის მატერიალური რესურსების მიწოდება და უცხო ქვეყნისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარება. ხოშტარიას 7-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
  • ნიკა გვარამია, ნიკა მელია, მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე - ბრალდება წარედგინებათ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით - საბოტაჟი. ბრალსი დამტკიცების შემთხვევაში ოთხივე პოლიტიკოსს 2-დან 4 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

პროკურატურა ამბობს, რომ პოლიტიკოსები ვინც დაკავებულები არიან, ციხეს დათქმულ ვადაში დატოვებენ და ამის შემდეგ დაელოდებიან ახალ განაჩენს.