ახალ სისხლის სამართლის საქმეში გახარია არ ფიგურირებს - რას ამბობენ ექს-პრემიერის გუნდში

06.11.25 18:01
ახალ სისხლის სამართლის საქმეში გახარია არ ფიგურირებს - რას ამბობენ ექს-პრემიერის გუნდში

 

 

"ოცნებისგან" ჩვენ არაფერი არ გვიკვირს - ამის შესახებ გიორგი გახარიას გუნდში განაცხადეს და პროკურატურის მიერ ოპოზიციონერი ლიდერების წინააღმდეგ ახალი სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებას გამოეხმაურნენ. 

გიორგი შარაშიძის განცხადებით, ისინი დაელოდებიან იმის გაგებას, თუ ვის რა პატიმრობა ელოდება და შემდეგ გააკეთებენ განცხადებას. 

მრავალწლიანი პატიმრობა არის დაკიდებული ასევე ჩვენი პარტიის ლიდერის, გიორგი გახარიას მიმართ ქართული მიწების დაცვის გამო, ვაზუსტებ და ვახსენებ ჩვენ მოქალაქეებს. ასე, რომ "ოცნებისგან" ჩვენ არაფერი არ გვიკვირს, მათი ლოგიკის ამოხსნა არის შეუძლებელი, მთავარია რა მიზანს ემსახურება ეს ყველაფერი და ეს გამოჩნდება რა მიზანს ემსახურება. არის მოსაზრება, საკმაოდ საფუძვლიანი იმის შესახებ, რომ ეს შეილება იყოს მორიგი მცდელობა "ნაციონალური მოძრაობისგან" მტრის ხატის და საფრთხობელას შექმნით.

"ნაციონალურ მოძრაობას", როგორც საკუთარ ცუდ მმართველობაზე გაცილებით უარეს ალტერნატივად სთავაზობს საზოგადოებას და საზოგადოება, როგორც კი საკითხი დგება არჩევანის გაკეთების, რა კობს ცუდი "ოცნება", თუ გაცილებით უარესი "ნაციონალური მოძრაობა", საზოგადოება არჩევანს ყოველთვის აკეთებს ცუდი "ოცნების" სასარგებლოდ. 

მრავალწლიან პატიმრობაზეა საუბარი, ამიტომ ვამბობთ, რომ უნდა დაველოდოთ და მას შემდეგ ვისაუბრებთ ამაზე, როდესაც გვეცოდინება რეალურად ვის რა პატიმრობა ელოდება," - განაცხადა გიორგი შარაშიძემ. 

პროკურატურამ ოპოზიციის ლიდერებს წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო.

  • სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო:  მიხეილ სააკაშვილის, გიორგი ვაშაძის, ნიკა გვარამიას, ნიკა მელიას, ზურაბ ჯაფარიძის, ელენე ხოშტარიას, მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის მიმართ.

ვის რას ედავება პროკურატურა: 

  • მიხეილ სააკაშვილი - ბრალდება წარედგინება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე მუხლით - საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისაკენ ან სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ მოწოდება.
  • ზურაბ ჯაფარიძე ბრალდება წარედგინებათ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით და 319-ე მუხლით - საბოტაჟი და უცხო ქვეყნისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარება.
  •  გიორგი ვაშაძე - ბრალდება წარედგინებათ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით და 319-ე მუხლით - საბოტაჟი და უცხო ქვეყნისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარება.
  • ელენე ხოშტარია - ბრალდება წარედგინება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით, 319-ე მუხლით და 321-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით - საბოტაჟი, აღნიშნული დანაშაულისთვის მატერიალური რესურსების მიწოდება და უცხო ქვეყნისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარება.
  • ნიკა გვარამია, ნიკა მელია, მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე - ბრალდება წარედგინებათ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით - საბოტაჟი.