"კმაყოფილია რეჟიმის მიერ თვითლიკვიდაციის საქმეში აღებული ტემპებით" - ნიკა გვარამიას ბრალი წარედგინა
ნიკა გვარამიას ბრალის ოფიციალური დადგენილება რუსთავის ციხეში გააცნეს - როგორც სასჯელააღსურლების დაწესებულებიდან გამოსული ადვოკატი, დიმიტრი საძაგლიშვილი "პირველებთან" ამბობს, გვარამია კმაყოფილია რეჟიმის მიერ თვითლიკვიდაციის საქმეში აღებული ტემპებით.
გვარამიასთვის მოულოდნელი არ იყო. ერთადრერთი შოკირებულიია იმით, რომ ხოშტარიას, ჯაფარიძეს და ვაშაძეს, ჩვენი პარტნიორებისთვის წერილების გაგზავნის გამოც აქვთ ბრალი წარდგენილი და გაოცებულია იმით, რომ მას არავისზე ნაკლები წერილები არ აქვს გაგზავნილი და ეცოტავა მისთვის წარდგენილი ბრალის რაოდენობა და სიმძიმე. ეს ხუმრობით, სერიოზულად მისი პოზიცია არის ის, რომ ძალიან კმაყოფილია რეჟიმის მიერ თვითლიკვიდაციის საქმეში აღებული ტემპებით, რაც შეეხება ბრალდების შინაარს, მასში განსხვავებული არაფერი წერია, რაც ბრიფინგზე მოვისმინეთ.
კოლექტირუი ბრალის დადგენილება არის, სადაც ჩამოთვლილია თუ რა ხდებოდა 2024 წლის 28 ნოემბრის შემდეგ რუსთაველსი გამზირზე და მერე ბრალის კვალიფიკაცია არის გაკეთებული, თუმცა კონკრეტულად ვინ რა გააკეთა და რითი დასტურდება ეს, ეს არ არის მითითებული. ცხადია საქმეში დევს მოწმეთა ჩვენებები, მოპოვებული ინფორმაციები, სატელევიზიო განცხადებები.
დაესწრება თუ არა სასამრთლო პროცესეს, ამ პოზიციას შემდეგ დააფიქსირებს, ამაზე ჯერ არ გვისაუბრია". ხვალ პროცესს არ ველოდებით, თუმცა ამ ქვეყანაში გამორიცხული არაფერია", - ამბობს საძაგლიშვილი.
ვის რას ედავება პროკურატურა:
- მიხეილ სააკაშვილი - ბრალდება წარედგინება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე მუხლით - საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისაკენ ან სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ მოწოდება. სააკაშვილს 3 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
- ზურაბ ჯაფარიძე ბრალდება წარედგინებათ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით და 319-ე მუხლით - საბოტაჟი და უცხო ქვეყნისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარება. 7-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
- გიორგი ვაშაძე - ბრალდება წარედგინებათ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით და 319-ე მუხლით - საბოტაჟი და უცხო ქვეყნისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარება. ვაშაძეს 7-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
- ელენე ხოშტარია - ბრალდება წარედგინება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით, 319-ე მუხლით და 321-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით - საბოტაჟი, აღნიშნული დანაშაულისთვის მატერიალური რესურსების მიწოდება და უცხო ქვეყნისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარება. ხოშტარიას 7-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
- ნიკა გვარამია, ნიკა მელია, მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე - ბრალდება წარედგინებათ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით - საბოტაჟი. ბრალსი დამტკიცების შემთხვევაში ოთხივე პოლიტიკოსს 2-დან 4 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
პროკურატურა ამბობს, რომ პოლიტიკოსები ვინც დაკავებულები არიან, ციხეს დათქმულ ვადაში დატოვებენ და ამის შემდეგ დაელოდებიან ახალ განაჩენს.