ნიკა მელია სასამართლო პროცესებს არ დაესწრება
ნიკა მელია სასამართლო პროცესებს არ დაესწრება - ადვოკატ, გიორგი კონდახაშვილის თქმით, კოალიცია ცვლილებისთვის" ლიდერისთვის ახალი სისხლის სამართლის საქმე აბსურდულია, ამიტომაც არ აპირებს სასამართლო სხდომებს დაესწროს.
ნიკა მელია ბრალს არ ეთანხმება და ადვოკატის თქმით, ეს დღეს გამომძიებლებთანაც დააფიქსირა.
საპროტესტო აქციები ამ ქვეყანაში გამოცხადდა საბოტაჟად. ანუ ის ასითასობით ადამიანი, ვინ იღებდა მონაწილეობას საპროტესტო აქციებში, აღნიშნული პროტესტის მხარდაჭერა და აღნიშნულ პროტესტში მონაწილეობა, აღნიშნული ბრალდებით ფაქტობრივად შეფასდა, როგორც ქვეყნის შესუსტების მცდელობად და ქვეყნის საბოტაჟად. ეს აბსურდული ბრალია. მტკიცებულებები ჩვენ არ გადმოგვცემია, თუმცა ძირითად არის საუბარი კონკრეტული მითითების გარეშე მოწმეებსი გამოკითხვის ოქმებზე, სატელევიზიოდ გაკეთებულ საჯარო განცხადებებზე და ასევე გარკვეული ჩანაწერებია, რომელიც ჯერჯერობით ჩვენთვის ცნობილი არ არის. ნიკას შეფასება არის, რომ მისთვის ღიმილისმომგვრელია, რა თქმა უნდა, არ ეთანხმება, თუმცა ეს არის არის მისთვის პირველი აბსურდული ბრალი. რა თქმა უნდა ჩვენ გავეცანით, არ დაეთანხმა ბრალს, არ აპირებს სასამართლო პროცესზე დასწრებას", - აცხადებს გიორგი კონდახაშვილი.
ვის რას ედავება პროკურატურა:
- მიხეილ სააკაშვილი - ბრალდება წარედგინება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე მუხლით - საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისაკენ ან სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ მოწოდება. სააკაშვილს 3 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
- ზურაბ ჯაფარიძე ბრალდება წარედგინებათ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით და 319-ე მუხლით - საბოტაჟი და უცხო ქვეყნისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარება. 7-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
- გიორგი ვაშაძე - ბრალდება წარედგინებათ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით და 319-ე მუხლით - საბოტაჟი და უცხო ქვეყნისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარება. ვაშაძეს 7-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
- ელენე ხოშტარია - ბრალდება წარედგინება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით, 319-ე მუხლით და 321-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით - საბოტაჟი, აღნიშნული დანაშაულისთვის მატერიალური რესურსების მიწოდება და უცხო ქვეყნისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარება. ხოშტარიას 7-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
- ნიკა გვარამია, ნიკა მელია, მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე - ბრალდება წარედგინებათ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით - საბოტაჟი. ბრალსი დამტკიცების შემთხვევაში ოთხივე პოლიტიკოსს 2-დან 4 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
პროკურატურა ამბობს, რომ პოლიტიკოსები ვინც დაკავებულები არიან, ციხეს დათქმულ ვადაში დატოვებენ და ამის შემდეგ დაელოდებიან ახალ განაჩენს.