სააკაშვილი: საჯარო განცხადებაში, რის გამოც ბრალი წამიყენეს, მოვუწოდებდი ხალხს სელფი გადაეღოთ ივანიშვილის ზვიგენთან

06.11.25 19:32
სააკაშვილი: საჯარო განცხადებაში, რის გამოც ბრალი წამიყენეს, მოვუწოდებდი ხალხს სელფი გადაეღოთ ივანიშვილის ზვიგენთან

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ ახალი ბრალი პროკურატურამ იმ საჯარო განცხადებსი გამო წარუდგინა,ს ადაც ხალხს მოუწოდებდა, რომ სელფი გადაეღოთ ივანიშვილის ზვიგენთან.

ოთარ ფარცხალაძე-რომანოვის სახელობის პროკურატურას კიდევ ერთი ტიტული დაემატა ის სამართალდამცველიდან გარდაიქმნა ზვიგენთ დამცველად - წერს სააკაშვილი. 

მე ოფიციალურად წამიყენეს ბრალი ჩემს პოლიტიკური მართლმსაჯულების "სასამართლო სხდომაზე" გაკეთებული განცხადების გამო (რაც ადამიანის ფუნდამენტური უფლების დარღვევაა), რომელშიც მოვუწოდებდი ხალხს სელფი გადაეღოთ ივანიშვილის ზვიგენთან. დიახ ამ განცხადების გარშემო ტრიალებდა ჩემი დაკითხვაც და ამას ეფუძნება ჩემი ბრალდება. ოთარ ფარცხალაძე-რომანოვის სახელობის პროკურატურას კიდევ ერთი ტიტული დაემატა ის სამართალდამცველიდან გარდაიქმნა ზვიგენთ დამცველად. 
მე უკვე დიდი ხანია გამოკეტილი ვარ ძირითადად პიჯაკების ყიდვის საქმეზე და ახლა ამას დაემატა „ზვიგენის სელფის“ საქმე.
გულწრფელ სოლიდარობას ვუცხადებ ყველა ბრალ წაყენებულ პოლიტიკოსს და დაპატიმრებულ უდანაშაულო ადამიანებს. მინდა მოვუწოდო დასავლეთს დაუყოვნებლივ შემოიღოს ბევრად უფრო მკაცრი და ფართო სანქციები ივანიშვილის ბანდიტური დიქტატურის წინააღმდეგ.
დარწმუნებული ვარ, რომ ქართველ ხალხს აქვს ძალაც, ნიჭიც და გამბედაობაც რათა ეს აყროლებული ნაგავი სახლიდან გაიტანოს და ისტორიის სანაგვეზე მიუჩინოს ადგილი. 
ახლა ხელების ჩამოშვების კი არა, გაათმაგებული ბრძოლის დროა. ასეთი საშიში, მჩაგვრელი, ბოროტი, სასტიკი მტერი ჩვენს ქვეყანას დიდი ხანია არ ჰყოლია და ჩვენ ყველამ უნდა შევძლოთ მათი დამარცხება, რათა დავიბრუნოთ აწმყო და მომავალი.
და ბოლოს იქნებ მათ ვინც აქამდე არ იმჩნევდა ჩემს პოლიტიკურ პატიმრობას პირადი მოსაზრებების გამო, ახლა მაინც გაუსწორონ სიმართლეს თვალი და ამოღერღონ თუ რა უსამართლობასთან გვაქვს საქმე", - წერს მიხეილ სააკაშვილი. 

ვის რას ედავება პროკურატურა: 

  • მიხეილ სააკაშვილი - ბრალდება წარედგინება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე მუხლით - საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისაკენ ან სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ მოწოდება. სააკაშვილს 3 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
  • ზურაბ ჯაფარიძე ბრალდება წარედგინებათ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით და 319-ე მუხლით - საბოტაჟი და უცხო ქვეყნისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარება. 7-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
  •  გიორგი ვაშაძე - ბრალდება წარედგინებათ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით და 319-ე მუხლით - საბოტაჟი და უცხო ქვეყნისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარება. ვაშაძეს 7-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება. 
  • ელენე ხოშტარია - ბრალდება წარედგინება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით, 319-ე მუხლით და 321-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით - საბოტაჟი, აღნიშნული დანაშაულისთვის მატერიალური რესურსების მიწოდება და უცხო ქვეყნისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარება. ხოშტარიას 7-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
  • ნიკა გვარამია, ნიკა მელია, მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე - ბრალდება წარედგინებათ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით - საბოტაჟი. ბრალსი დამტკიცების შემთხვევაში ოთხივე პოლიტიკოსს 2-დან 4 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

პროკურატურა ამბობს, რომ პოლიტიკოსები ვინც დაკავებულები არიან, ციხეს დათქმულ ვადაში დატოვებენ და ამის შემდეგ დაელოდებიან ახალ განაჩენს.