ყველა "ოცნების" წინააღმდეგ - თბილისის შემდეგ ოპოზიცია ხაშურშიც ერთიანდება
თბილისის შემდეგ ოპოზიცია ხაშურშიც ერთიანდება - თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურზე "ქართული ოცნების" წინააღმდეგ ოპონენტები ერთად იბრძოლებენ. ოპოზიციის გამარჯვებული კანდიდატი კი ხაშურის მერიას კოალიციური მთავრობით დააკომპლექტებს.
გაერთიანებულმა ოპოზიციამ საგანგებო განცხადება "ერთიანი ნაციონალური მოძრაობიის" ოფისში გაკეთდა.
ხაშურის თითოეული მოქალაქე ჩვენთვის მნიშვნელოვანი იქნება, მისი ტკივილი და რეკომენდაცია გაზიარებული იქნება. მოქალაქეების საჭიროებიდან გამომდინარე, დაიგეგმება ყველა ის სტრატეგია თუ გეგმა, რომელიც კოალიციური მთავრობის მიერ განხორციელდება", - თქვა სოსო ბუაძემ.