კონსილიუმის დასკვნაში სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანაზე საუბარი არ ყოფილა - იუსტიციის მინისტრი
კონსილიუმის დასკვნაში მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანაზე საუბარი არ ყოფილა - ამის შესახებ ისუტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ, განაცხადა. მინისტრის თქმით, კონსილიუმის დასკვნა სარეკომენდაციო ხასიათისაა და მასში ნათქვამია, რომ მესამე პრეზიდენტის ჰოსპიტალიზაციის საჭიროების შემთხვევაში, მისი გადაყვანა მულტიპროფილურ კლინიკაში უნდა მოხდეს.
ბოლო დასკვნა, რომელიც დადო კონსილიუმმა და ეს არის სარეკომენდაციო ხასიათის, საუბარია ამ დასვნაში შემდეგზე, რომ თუ გახდება საჭირო ჰოსპიტალიზაცია, ამ შემთხვევაში უნდა გახორციელდეს მულტიპროფილურ კლინიკაში. აქ საუბარი სამოქალაქო კლინიკაზე, ხაზგასმით ვამბობ, რაზეც გვადანაშუალებენ ზოგიერთი ტელევიზიის წარმომადგენლები და მათ შორის, ზოგიერთი ოპონენტიც, არ ყოფილა, - განაცხადა ბრეგაძემ.