ომბუდსმენის დასკვნაში ფაქტობრივი შეცდომა იყო, ციხის საავადმყოფოში რეანიმატოლოგი არის - ბრეგაძე
იუსტიციის მინისტრის, რატი ბრეგაძის განცხადებით, ჰოსპიტალიზაციის საჭიროების შემთხვევაში მიხეილ სააკაშვილს სპეციალური პენიტენიცური სამსახურის N 18-ე სამკურნალო დაწესებულებაში გადაიყვანენ. მინისტრი ამბობს, რომ სახალხო დამცველის დასკვნაში ფაქტობრივი შეცდომა იყო და აღნიშნულ დაწესებულებაში ექიმი-რეანიმატოლოგი არის.
იმ შემთხვევაში, თუკი გახდება საჭირო პატიმარ სააკაშვილის ჰოსპიტალიზაცია , იგი გადაყვანილი იქნება სპეციალური პენიტენიცური სამსახურის N 18 -ე სამკურნალო დაწესებულებაში. ჩვენ გვაქვს ძალიან აქტიური თანამშრომლობა ქალბატონ ნინო ლომჯარიასთან. ქალბატონი ნინო ლომჯარია პირადად ჩემი ინიციატივით იყო მოწვეული ამ სამუშაო ჯგუფში. რაც შეეხება მის დაკვნას, მანდ ერთი ფაქტობრივი შეცდომაც იყო, ექიმი-რეანიმატოლოგი ამ ეტაპზე არის სპეციალური პენიტენიცური სამსახურის N 18 -ე დაწესებულებაში, - განაცხადა ბრეგაძემ.