მიუღებელია დევნა - სისტემას პოლიციელები ტოვებენ

25.10.21 12:50
მიუღებელია დევნა -  სისტემას პოლიციელები ტოვებენ

მეორე ტურის წინ სამართალდამცველები უკანონო დავალებების შესრულებაზე უარს ამბობენ. ცოტა ხნის წინ თანამდებობის დატოვების შესახებ გადაწყვეტილება სამეგრელოში მიიღეს. თანამდებობა დატოვა სამეგრელო-ზემო სვანეთის საპატრულო პოლიციის პატრულ-ინსპექტორმა გიორგი ბერიშვილმა, ასევე კრიმინალური პოლიციის თანამშრომელმა ჯიმი გაგუამ. 

პოლიციელების თქმით, ამ გადაწყვეტილების მიზეზი ლექსო რაფავას მიმართ განხორციელებული დევნა გახდა. 

სოლიდარობას ვუცხადებ ჩემს მეგობარ ლექსო რაფავას, რის გამოც ვტოვებ სამეგრელო- ზემო სვანეთის საპატრულო პოლიციას, ჩემთვის კატეგორიულად მიუღებელია დევნა ყოფილი პოლიციელების მიმართ - განაცხადა საგანგებო ბრიფინგზე გიორგი ბერიშვილმა. 

"ნაციონალური მოძრაობის წევრის, თენგიზ გუნავას თქმით, სამეგრელოში პოლიციელებზე დევნა გრძელდება. 

რაფავა დაავაკეს, დაუდეს მას ცეცხლსასროლი იარაღი და  ყელყუმბარები დაუდეს ბავშვის ლოგინის ქვეშ. ესე სიბინძურით არ შეიძლება სისტემა ებრძოდეს თადარიგის ოფიცრებს", - ამბობს გუნავა. 

ლექსო რაფავა სამეგრელოში 22 ოქტომბერს სპეცოეპრაციის შედეგად დააკავეს. მასთან ერთად დააკავეს კიდევ ერთი ძალოვანი, გია დათიაშვილი. დაკავებულები ოპოზიციის ის მხარდამჭერები არიან, ვინც სამეგრელოში არჩევნების გაყალბების სქემები გამოავლინეს.საქმეზე გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების მუხლით დაიწყო. ოპოზიციის წარმომადგენლები და ლექსო რაფავას ოჯახის წევრები ამტკიცებენ, რომ მას სახლში იარაღი არ ჰქონია და  მისი დაკავება არჩევნებთან დაკავშირებულ აქტივობებს  და პოლიტიკურბ დევნას უკავშირდება.

 

მსგავსი სიახლეები