სააკაშვილის სასიცოცხლო მაჩვენებელი დაეცა კრიტიკულ ზღვრამდე - ადვოკატი

25.10.21 12:49
სააკაშვილის სასიცოცხლო მაჩვენებელი დაეცა კრიტიკულ ზღვრამდე - ადვოკატი

გუშინ ღამე მიხეილ სააკაშვილის ანალიზებში ერთ-ერთი სასიცოცხლო მაჩვენებელი დაეცა კრიტიკულ ზღვრამდე - ამის შესახებ მესამე პრეზიდენტის ადოკატმა, დიმიტრი საძაგლიშვილმა, საპატიმროდან გამოსვლის შემდეგ განაცხადა. 

გუშინ ღამე მიხეილ სააკაშვილის ანალიზებში ერთ-ერთი სასიცოცხლო მაჩვენებელი დაეცა კრიტიკულ ზღვრამდე და საჭირო გახდა რეანიმატოლოგთა ჩარევა, რის შედეგადაც დასტაბილურდა ეს მაჩვენებელი. ეს ადასტურებს იმას, რაც კონსილიუმმა საკუთარ რეკომენდაციაში და დასკვნაში თქვა, რომ ახლა შიმშილობის ისეთ ფაზაში შედის მესამე პრეზიდენტი, რომ ნებისმიერ დროს არის მოსალოდნელი ჯანმრთელობის მდგომარეობის მკვეთრი გაურესება და შესაბამისად, დღის წესრიგში დადგება დაუყოვნებლივი სამედიცინო სერვისის გაწევა, - თქვა ადვოკატმა.

უფლებადამცველი იუსტიციის მინისტრის განცხადებასაც გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც ჰოსპიტალიზების საჭიროების შემთხვევაში მიხეილ სააკაშვილის გადაყვანა პენიტენიცური სამსახურის N 18 -ე სამკურნალო დაწესებულებაში მოხდება. დიმიტრი საძაგლიშვილის თქმით, ხელისუფლება პოლიტიკური მიზნებით მოქმედებს და მესამე პრეზიდენტს ფატალური შედეგისთვის სწირავს. 

რაც შეეხება იუსტიციის სამინისტროს განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ არ აპირებენ, გადაიყვანონ მიხეილ სააკაშვილი კერძო კლინიკაში და კერძო კლინიკაში უნდა მომხდარიყო ჰოსპიტალიზება, საუბარი  კონსილიუმის მხრიდან არ ყოფილა, ეს არის წვრლფეხა ტყუილი და რატომ? კონსილიუმი საქართველოს მთავრობის ქოლგის ქვეშ შეიქმნა, მათ შორის, შემადგენლობაც ჯანდაცვის სამინისტრო მიერ იქნა დაკომლექტებული, საკუთარ დასკვნაში თქვა, რომ მიხეილ სააკაშვილის მკურნალობა უნდა გაგრძელდეს მრავაპროფილურ  კლინიკაში, სადაც შესაძლებელი იქნება, ანუ არსებობს მაგნიტო-რეზონანსული კვლევის, კომპიუტერული ტომოგრაფიის და დუპლექს სკანირების გაკეთება. ამის შემდეგ ვნახეთ სახალხო დამცველის შეფასება, რომლის წარმომადგენლებმაც შეამოწმეს მე-18 დაწესებულება და დადეს დასკვნა და პრინციპში, ამას მე მგონი, იუსტიციის სამინისტროც არ უარყოფს, რომ N 18 დაწესებულებაში არ არის შესაძლებელი არც მაგნიტო-რეზონანსული კვლევის გაკეთება და არც კომპიუტერული ტომოგრაფიის გაკეთება. შესაბამისად, აშკარაა, რომ იუსტიციის სამინისტრო არ ასრულებს კონსილიუმის მიერ გაცემულ რეკომენდაციას.

უდავოა, რომ აქ გადაწყვეტილების მიღება იმაზე დაყრდნობით კი არ ხდება, უკეთ სად იქნება შესაძლებელი მკურნალობა, არამედ პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღება ხდება და ამით ხელისუფლება წირავს ფაქტობრივად, მიხეილ სააკაშვილს,  - განაცხადა საძაგლიშვილმა. 

მსგავსი სიახლეები