პარტიების გაუქმების საქმეში ჩვენებები ზურაბიშვილის წინააღმდეგაც დევს - პროკურატურა ბრალისთვის ემზადება?

07.11.25 20:14
პარტიების გაუქმების საქმეში ჩვენებები ზურაბიშვილის წინააღმდეგაც დევს - პროკურატურა ბრალისთვის ემზადება?

„ოპოზიციის განადგურების 36 ტომიან საქმეს“ პროკურატურა განსაკუთრებული მნიშვნელობის მასალად მიიჩნევს - მასში ფიგურირებს „5 ოქროს მოწმე“, რომელთაგან ერთ-ერთი ნანა კაკაბაძეა. "პირველებმა" მოიპოვეს კაკაბაძის ჩვენება, რომელიც მან სუს-ში დაკითხვისას მისცა და რომელიც ეხება საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს.

კაკაბაძე ამტკიცებს, რომ ზურაბიშვილმა ოპოზიციის ხუთი ლიდერი ევროპარლამენტარების კარნახით შეიწყალა, რაც ექსპერტების შეფასებით, შესაძლოა გახდეს საფუძველი პრეზიდენტის წინააღმდეგ ახალი გამოძიების დასაწყებად. ეს ჩვენება ოპოზიციის საქმეებში აღიქმება როგორც „ნელი მოქმედების ნაღმი“ ზურაბიშვილის მიმართ, მითუმეტეს, რომ წარსულში მსგავსად მიუსაჯეს მიხეილ სააკაშვილსაც, შეწყალების უფლების გამოყენებისთვის.

თუმცა, "პირველების" ინფორმაციით, 36 ტომში არცერთი მტკიცებულება არ არსებობს, რომელიც პროკურატურის მიერ წაყენებულ ბრალდებებს ამყარებს. დოკუმენტებში ასახულია მხოლოდ პოლიტიკური გზავნილები, რომლებიც თითქმის სიტყვა-სიტყვით იმეორებენ „ქართული ოცნების“ ლიდერების განცხადებებს. მაგალითად, ერთ-ერთმა „ოქროს მოწმემ“, ვატო შაქარიშვილმა, ოპოზიციის საბოტაჟად შეაფასა წერილი, რომელიც ქართველმა პოლიტიკოსებმა ევროკავშირის საპარლამენტო ასამბლეას გაუგზავნეს - იმავე ორგანიზაციას, სადაც საქართველოს გაწევრიანება 1999 წელს ქვეყნის უდიდეს მიღწევად ითვლებოდა.

ვრცლად ნახეთ გუგა არჩვაძზის რეპორტაჟში. 

მსგავსი სიახლეები