"პოლიტიკური მძევლები სანქციების საპირწონედ" - ემზადება თუ არა ივანიშვილი დასავლეთთან სავაჭროდ?

07.11.25 20:22
"პოლიტიკური მძევლები სანქციების საპირწონედ" - ემზადება თუ არა ივანიშვილი დასავლეთთან სავაჭროდ?

მიხეილ ყაველაშვილი ამტკიცებს, რომ „ქართული ოცნების“ მმართველობა სამართლიანია, თუმცა მისი განცხადებები ოპოზიციაში აღიქმება, როგორც მცდელობა ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკურ რეპრესიებს გამართლება მოუძებნოს. ერთპარტიული პარლამენტის მიერ დანიშნული პრეზიდენტი სწორედ ამ გზით ცდილობს ახსნას გადაწყვეტილება, რომლის შედეგადაც რვა ოპოზიციონერი პოლიტიკოსი შეიძლება წლების განმავლობაში დარჩეს ციხეში სისხლის სამართლის უსაფუძვლო ბრალდებებით.

ექსპერტების შეფასებით, ივანიშვილის პარტიის ლიდერებს ყველაზე მეტად სანქციების საფრთხე აშფოთებთ - შეზღუდვები, რომლებიც მათ დაუწესდათ წამების, ცემისა და პოლიტიკური დევნის გამო. ამის ფონზე, "ოცნების" ხელისუფლება დევნის სამიზნედ აქცევს იმ ოპოზიციონერებს, ვინც დასავლურ პარტნიორებს სანქციების გამკაცრებისკენ მოუწოდებდა.

მთავარი ბრალდება ოპოზიციის მისამართით ეხება წერილებს, რომლებიც მათ დასავლელ მოკავშირეებს გაუგზავნეს, თუმცა, როგორც ოპოზიცია აღნიშნავს, იმავე ლოგიკით შესასწავლია თავად ბიძინა ივანიშვილის 2011 წლის წერილიც, რომელიც მან აშშ-ის პრეზიდენტს ბარაკ ობამას მისწერა და სააკაშვილზე ზეწოლა სთხოვა.

ვრცლად ნახეთ თათია წოწონავას რეპორტაჟში. 

მსგავსი სიახლეები