"ივანიშვილი ამბობს, რომ სიკეთე, თანაგრძნობა, ემპათია არის კრიმინალური ქმედება" - ბექა ბასილაია

07.11.25 18:43
"ივანიშვილი ამბობს, რომ სიკეთე, თანაგრძნობა, ემპათია არის კრიმინალური ქმედება" - ბექა ბასილაია

"ივანიშვილი ამბობს, რომ სიკეთე, თანაგრძნობა, ემპათია არის კრიმინალური ქმედება" - ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის და გიორგი ვაშაძის ადვოკატმა, ბექა ბასილაიამ განაცხადა და ოპოზიციონერი პოლიტიკოსების წინააღმდეგ დაწყებული სისხლისსამართლებრივი დევნის მასალებზე ისაუბრა. 

მისი თქმით, პროკურატურა საბანკო ანგარიშებზე აპელირებს, თუმცა აღნიშნული თანხები არის აქციაზე დაზარალებული და უკანონოდ დაკავებული ადამიანებისთვის საზოგადოების მიერ გაღებული სახსრები. 

ბანკებზე რომ აპელირებენ, სინამდვილეში ეს არის აქციაზე დაზარალებული, მსხვერპლი, დარბეული, ნაწამები, უკანონოდ დაპატიმრებული ადამიანებისთვის საზოგადოების მიერ გაღებული სახსრები. შესაბამისად ამის კრიმინალიზება ნიშნავს, რომ ბიძინა ივანიშვილი ამბობს, რომ სიკეთე, თანაგრძნობა, ემპათია არის კრიმინალური ქმედება," - განაცხადა ბექა ბასილაიამ. 

მსგავსი სიახლეები