ფარული საგამოძიებო მოქმედებების ოქმები - სასამართლოში 8 ოპოზიციური ლიდერის პროცესი მიმდინარეობს

07.11.25 20:34
ფარული საგამოძიებო მოქმედებების ოქმები - სასამართლოში  8 ოპოზიციური ლიდერის პროცესი მიმდინარეობს

საქალაქო სასამართლოში 8 ოპოზიციონერი ლიდერის პროცესი მიმდინარეობს. პროკურატურის მტკიცებით, საქმეში წარმოდგენილია ფარული საგამოძიებო მოქმედებების ოქმები და ექსპერტიზის დასკვნები, რომლებიც, მათი განმარტებით, ადასტურებს ოპოზიციური ლიდერების უცხო ქვეყნისთვის მტრულ საქმიანობაში მონაწილეობას.

პროკურორმა არჩილ ტყეშელაშვილმა პროცესის დაწყებამდე განაცხადა, რომ ფარული ჩანაწერები მიღებულია სასამართლოს განჩინების საფუძველზე და უკავშირდება სისხლის სამართლის კოდექსის 319-ე მუხლს, რომელიც ეხება საქართველოს სახელმწიფო ინტერესების ხელყოფას.

ბრალდების მხარე ამტკიცებს, რომ ელენე ხოშტარია, გიორგი ვაშაძე და ზურაბ ჯაფარიძე უკრაინაში მოქმედი დაინტერესებული პირების დავალებით ავრცელებდნენ ცრუ ინფორმაციას და მიზნად ჰქონდათ ხელისუფლების უკანონო გზით შეცვლა. ამასთან, პროკურორი აღნიშნავს, რომ დავალების მიცემაში მონაწილე პირთა ვინაობა ამ ეტაპზე გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე არ საჯაროვდება.

საქმეში არის წარმოდგენილი არაერთი მტკიცებულება, მათ შორის არის სასამართლო განჩინების საფუძველზე მოპოვებული ფარული საგამოძებო მოქმედებების ოქმები. ასევე, არის ექსპერტიზის დასკვნები. რადგან აქცენტი კეთდება ფარულ ჩანაწერზე, ეს გახლავთ სასამართლოს განჩინების საფუძველზე ჩატარებული ფარული საგამოძიებო მოქმედება. ეს ჩანაწერი შეეხება 319 მუხლს. მოგეხსენაბთ 319 მუხლი ბრალად აქვს წარდგენილი ვაშაძეს, ხოშტარიას და ზურა გირჩი ჯაფარიძეს.

მტრული საქმიანობის დისპოზიცია მოიცავს უცხო ქვეყნისთვის, უცხო ქვეყნის ორგანიზაციისთვის ისეთ საქმიანობაში დახმარებას, რისი მიზანიც არის საქართველოს სახელმწიფო ინტერესების ხელყოფა. უკრაინის ტერიტორიაზე მოქმედი დაინტერესებულ პირთა დავალებით ეს პირები, ვგულისხმობ, ელენე ხოშტარია, გიორგი ვაშაძე და ზურა ჯაფარიძე აგროვებდნენ და ავრცცელებდნენ ცრუ ინფორმაციებს და ნარატივებს, რაც არ შეესაბამებოდა სიმართლეს. ამ ჯგგუფის ინტერესი, რომელზეც მე ვსაუბრობ, პირდაპირ ჩანაწერშია საუბარი, რომ მათი ინტერესი არ იყო საქართველოს დემოკრატიის ხარისხი და დემოკრატიული პროცესების განვითარება. მათ ჰქონდათ მხოლოდ ერთი მიზანი და ეს მიზანი იყო ხელისუფლების უკანონო მეთოდებით შეცვლა.

რაც შეეხება ვინ აძლევდა დავალებებს, ამას ბრაი კვალიფიცკაციისთვის არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, თუმცა ამ ეტაპზე, ამ პირების დასახელებისგან თავს შევიკავებ გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, - ამბობს არჩილ ტყეშელაშვილი. 

თბილისის საქალაქო სასამართლოში  8 ოპოზიციური ლიდერის საქმის პროცესი იმართება, რომელსაც მოსამართლე ფიქრია სიქნტურიშვილი განიხილავს. პროკურატურა ითხოვს ბადრი ჯაფარაძისა და მამუკა ხაზარაძის მიმართ გირაოს შეფარდებას.

ადვოკატები აცხადებენ, რომ საქმის მასალებში საბოტაჟის მტკიცებულება არ არსებობს და სასამართლოს მიმართავენ შუამდგომლობით, რათა მათი დაცვის ქვეშ მყოფებს აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო არ დაეკისროთ.

ელენე ხოშტარია პროცესს არ ესწრება - ის რუსთავის ქალთა კოლონიიდან არ გადმოიყვანეს, ხოლო სასამართლო მას, სავარაუდოდ, სახაზინო ადვოკატს დაუნიშნავს.

მიხეილ სააკაშვილი მოითხოვს სხდომაზე დისტანციურად ჩართვას კლინიკა „ვივამედიდან“, ხოლო ნიკა მელია პროცესზე არ მივა.

ბრალდებულებს შორის არიან ასევე ზურაბ ჯაფარიძე, გიორგი ვაშაძე, ნიკა გვარამია, მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე - მათ ყველას „საბოტაჟისა“ და „უცხო ქვეყნისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარების“ ბრალი წარდგენილი აქვთ, რაც 2-დან 15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

მსგავსი სიახლეები