საჭიროებს გამოძიებას - ნინო დოლიძე "შაბათის ეთერში" გასულ მასალებზე სამართლებრივ რეაგირებას ითხოვს
ეს კონკრეტული სიუჟეტი და ინფორმაცია საჭიროებს გამოძიებას - არასამთავრობო სექტორი ,,ნოდარ მელაძის შაბათის" ჟურნალისტურ გამოძიებაზე, რომელიც არჩევნების გაყალბების სქემას ასახავს, სამართლებრივ რეაგირებას ითხოვს.
,,სამართლიანი არჩევნების" ხელმძღვანელის, ნინო დოლიძის, განმარტებით, ფაქტებით დასტურდება, რომ კონკრეტული თანამდებობის პირები თავიანთ უფლებამოსილებას ბოროტად იყენებდნენ.
ეს კონკრეტული სიუჟეტი და ინფორმაცია საჭიროებს გამოძიებას მით უმეტეს, რომ ხელმოწერეებითაც დასტურდება, რომ კონკრეტული ადამიანები თავიანთ თანამდებობას ბოროტად იყენებდნენ, გასცემდნენ ისეთ დავალებებს, რომელიც მათ კომპეტენციაში არ შედიოდა, საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რა მეთოდებს იყენებს მმართველი პარტია და ზოგადად პარტიები, საარჩევნო პერიოდში - განაცხადა ნინო დოლიძემ.
,,შაბათის ეთერში" გასულ ჟურნალისტური გამოძიების ფაქტებზე, რომელიც არჩევნების მასშტაბური გაყალბების შესახებ მნიშვნელოვან ინფორმაციებსა და მტკიცებულებებს შეიცავს, ხელისუფლება რეაგირებას არ აპირებს და გამოძიების დაწყებას არ გეგმავს.
,,ქართულ ოცნებაში" აცხადებენ, რომ ჟურნალისტური გამოძიების ფარგლებში მოყვანილი ფაქტები ,,არასერიოზულია".