მიხეილ სააკაშვილის გადაყვანა ციხის საავადმყოფოში მისი უსაფრთხოებისთვის უდიდესი რისკია - დეკანოიძე

25.10.21 13:56
მიხეილ სააკაშვილის გადაყვანა ციხის საავადმყოფოში მისი უსაფრთხოებისთვის უდიდესი რისკია - დეკანოიძე

"ნაციონალური მოძრაობობის" ერთ-ერთი ლიდერი, ქუთაისის მერობის კანდიდატი, ხატია დეკანოიძე, მიიჩნევს, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის, ციხის საავადმყოფოში გადაყვანა უდიდეს რისკს შეიცავს: 

სასჯელაღსრულების სამედიცინო დაწესებულებაში მიხეილ სააკაშვილის გადაყვანა არის მისი უსაფრთხოებისთვის უდიდესი რისკი. იმის გარდა, რომ პროფილი და ადგილი არ იმსახურებს ნდობას, ხელისუფლება პირდაპირ მიდის მძიმე შედეგებამდე. 
ესმით ეს, მიზანმიმართულად აკეთებენ. 
დაუშვებელია მსგავსი მიდგომა. ყველას საზრუნავია, არ დაუშვას სახელმწიფომ ეს რისკი
"- ამბობს დეკანოიძე. 

იუსტიციის მინისტრის, რატი ბრეგაძის, განცხადებით, ჰოსპიტალიზაციის საჭიროების შემთხვევაში მიხეილ სააკაშვილს სპეციალური პენიტენიცური სამსახურის N 18-ე  სამკურნალო დაწესებულებაში გადაიყვანენ.