"გელოდებით თავისუფლების მოედანზე" - "ოცნება" საყოველთაო მობილიზებას აცხადებს
"ქართული ოცნების" თავმჯდომარე 27 ოქტომბერს, 17 საათზე, წინასაარჩევნო აქციას აანონსებს. ირაკლი კობახიძემ მხარდამჭერებს თავისუფლების მოედანზე მისვლისკენ მოუწოდა.
გაცნობებთ, რომ ზეგ, 27 ოქტომბერს, 17 საათზე, გაიმართება ჩვენი პარტიის მხარდამჭერების შემაჯამებელი საარჩევნო შეკრება. ათეულობით ათასი ჩვენი ქვეყნის მოქალაქე შეიკრიბება იმისათვის, რომ კიდევ ერთხელ ვაჩვენოთ, თუ როგორია ქართველი ხალხის ძალა, რომელიც იბრძვის ბოროტების საბოლოოდ დასამარცხებლად, ღირსებისა და თავისუფლების დასაცავად, ჩვენი ქვეყნის წინსვლისა და განვითარებისათის, - განაცხადა კობახიძემ.