რამდენი კაციც ჰყავდათ აქციაზე, იმდენი მარტო მძღოლი გვჭირდება ხალხის ჩამოსაყვანად - კობახიძე ენმ-ზე

25.10.21 14:32
 რამდენი კაციც ჰყავდათ აქციაზე, იმდენი მარტო მძღოლი გვჭირდება ხალხის ჩამოსაყვანად - კობახიძე ენმ-ზე

"ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირწმუნება, რომ 27 ოქტომბერს აქციას ოპოზიციას არ უწყობენ. ირაკლი კობახიძის თქმით, მსგავსი მესიჯბოქსი "ნაციონალურმა მოძრაობამ" მოამზადა: 

ე.წ. კონტრაქცია, ეს მესიჯბოქსია, რომელიც დაალაგეს ,,ნაცმოძრაობის" წარმომადგენლებმა. არავითარი კონტრაქცია ეს არ არის, ეს არის შემაჯამებელი აქცია, რაც შეეხება ე.წ კონტრაქციას, მარტივად რომ გითხრათ, რამდენი კაციც ჰყავდათ მათ შეკრებილი აქციაზე, იმდენი მარტო მძღოლი გვჭირდება, რომ ჩამოვიყვანოთ თბილისში. ახლა თქვენ შეგიძლიათ, განსაჯოთ, ეს არის კონტრაქცია, თუ ეს არის ნამდვილი რეალური აქცია, რომლის მიზანია ხალხისთვის ძალის კიდევ ერთხელ ჩვენება"- განაცხადა კობახიძემ. 

მსგავსი სიახლეები