არის გარკვეული საკვების მიღების პრეცენდენტები - ირაკლი კობახიძე სააკაშვილზე

25.10.21 14:51
არის გარკვეული საკვების მიღების პრეცენდენტები - ირაკლი კობახიძე სააკაშვილზე

,,ქართული ოცნების" თავმჯდომარე აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილი ციხეში საკვებს იღებს და მისი შიმშილობა ,,კლოუნადაა". ირაკლი კობახიძის განმარეტებით, იუსტიცუიის სამინისტროს ამის მტკიცებულება გაჩნია.

არის გარკვეული საკვების მიღების პრეცედენტები, ამას, ბუნებრივია, ყველა უნდა დააკვირდეს და რაღაც "კლოუნადის" დადგმის საშუალება ჩვენ არავის არ უნდა მივცეთ...  თაფლის მიღებაზე გავრცელდა ინფორმაცია, სხვა ინფორმაციებიც არსებობს, თუმცა მე, ბუნებრივია, ყურმოკვრით გაგონილი ინფორმაციების შესახებ აქ ვერ ვისაუბრებ. თუ ჩათვლის საჭიროდ, იუსტიციის სამინისტრო განცხადების გაკეთებას, ისინი ამაზე განცხადებას გააკეთებენ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

საქართველოს მესამე პრეზიდენტი რუსთავის მე-12-ე დაწესებულებაში უკვე 25-ე დღეა, რაც შიმშილობს. მისი მკურნალი ექიმის, ნიკოლოზ ყიფშიძის, ინფორმაციით,  სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა ყოველ წუთას შეიძლება, დამძიმდეს.