8 ოპოზიციონერი ლიდერის საქმე - ოპოზიცია "ოცნებას" პოლიტიკურ ანგარიშსწორებაში ამხელს

09.11.25 17:16
8 ოპოზიციონერი ლიდერის საქმე - ოპოზიცია "ოცნებას" პოლიტიკურ ანგარიშსწორებაში ამხელს

8 ოპოზიციონერი ლიდერის საქმე ოპოზიციის შეფასებით წარმოადგენს მორიგ მცდელობას, ხელისუფლებამ პოლიტიკური ოპონენტები დისკრედიტაციისა და ზეწოლის გზით გააჩუმოს. "ლელოს" წევრის, გიორგი სიორიძის თქმით, ბადრი ჯაფარიძისა და მამუკა ხაზარაძის წინააღმდეგ წარმოებული პროცესი უსაფუძვლო ბრალდებებზეა აგებული და არანაირი მტკიცებულება არ ადასტურებს, რომ მათ ძალადობრივი ცვლილებებისკენ მოუწოდეს. 

სიორიძის აზრით, საქმე არის პოლიტიკური სპექტაკლის ნაწილი, რომლის მიზანიც საზოგადოებისთვის ოპოზიციის დისკრედიტაციაა, ხოლო თავად პროცესი - ხელისუფლების მიერ სასამართლოსა და საგამოძიებო სტრუქტურების პოლიტიკური იარაღად გამოყენების მაგალითი

ის, რომ ბადრი ჯაფარიძე და მამუკა ხაზარაძე მოითხოვდნენ ამ ქვეყანაში ხელისუფლების ძალადობით ცვლილებას, ვერავინ ვერ დაასახელებს და ვერ მოიყვანს ერთ მტკიცებულებას მაინც, როდესაც საჯარო განცხადებით მიემართოს ან ხაზარაძეს, ან ჯაფარიძეს, ეს არის უბრალოდ დამატებითი სპექტაკლის კომპონენტი საკონსტიტუციო სასამართლოს პარალელურად, რომ საერთო სასამართლოში ლიდერების მიმართ მიმდინარეობდეს საბოტაჟზე საქმის განხილვა, - ამბობს "ლელოს" წევრი გიორგი სიორიძე. 

მტკიცებულებების აბსურდულობაზე საუბრობს კოალიცია "ცვლილებისთვის" წევრი ნიკა ფარულავაც. 

ჩვენ ვნახეთ ის ე.წ. მტკიცებულებები, რომლებსაც ამ შემთხვევაში პოლიტიკური პატიმარი პოლიტიკური ლიდერები აკეთებდნენ საჯაროდ ამ განცხადებებს და ის, რომ თითქოს იგგვე ნიკა მელიასთან დაკავშირებით იყო, ჟესტიკულაციით ის ცდილობდა, მოწოდება გაეკეთებინა აქციის მონაწილეებისთვის, რომ ეძალადათ ვინმეზე ან ძალადობრივი გზით დაემხოთ ხელისუფლება, ისეთივე აბსურდია როგორიც ჩვენ, მაგალითად, გვქონდა, იგივე 20 ივლისის საქმეში დაახლოებით მსგავსი, - ამბობს ნიკა ფარულავა. 

ენმ-ს ერთ-ერთი ლიდერი, ხატია დეკანოიძე კი ამბობს, რომ აღნიშNული საქმე ხელისუფლების მხრიდან სასამართლოსა და სახელმწიფო ინსტიტუტების სრული გახრწნის სიმპტომს აჩვენებს. 

არ არის ნორმალური აზროვნების ზღვარზე ეს ადამიანი. ჩემთვის სახასიათო იყო, ვთქვათ, ის ზვიგენის ვიდეო, რომელიც მიხეილ სააკაშვილმა გაავრცელა. მე ვფიქრობ, რო გარდა იმისა, რომ ძალიან ცინიკური და ირონიულია, ეს აჩვენებს სისტემის გახრწნას თავიდან ბოლომდე, ანუ რაზე არიან ორიენტირებულები და როგორ იხრწნება თავიდან ბოლომდე სისტემა, - ამბობს ხატია დეკანოიძე. 

„შაბათის ეთერმა“ მოიპოვა მასალები, რომლებიც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა 8 ოპოზიციონერი პოლიტიკოსის წინააღმდეგ 36 ტომიან საქმეში ჩადო.

საქმე ცალკე წარმოებად გამოიყო მას შემდეგ, რაც პროკურატურას პარტია „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ ლიდერებმა – გელა ნიკოლაიშვილმა, ვატო შაქარიშვილმა და ნანა კაკაბაძემ – მიმართეს.

მტკიცებულებებს შორისაა ვიდეო- და აუდიოჩანაწერები, სადაც სუს-ის თანამშრომლები ოპოზიციურ ლიდერებს საჯარო ღონისძიებებსა და შეხვედრებზე ფარულად იწერენ. ვიდეოებში ჩანს ზურა ჯაფარიძე და ელენე ხოშტარია, რომლებიც ამომრჩევლებს ხვდებიან და ევროკავშირში ვიზიტის დეტალებზე საუბრობენ.

ჩანაწერებში ხოშტარია აღნიშნავს, რომ უცხოეთში დაინტერესებულები არიან, ხომ არ უწყობს ხელს ხელისუფლება რუს სანქცირებულ მოქალაქეებს ბიზნესში.

სხვა ვიდეოში ხოშტარია და ჯაფარიძე კვლავ ღია შეხვედრაზე ჩანან, სადაც „დროას“ ლიდერი ამბობს, რომ ძალადობის წინააღმდეგია, თუმცა არ აპირებს „ქართული ოცნების“ კანონებს დაემორჩილოს.

 

მსგავსი სიახლეები