პოლიტიკური ინტერესი არ გვაქვს, ჩვენ გვაქვს პროფესიული სტანდარტი - ომბუდსმენის აპარატი
პოლიტიკური ინტერესი არ გვაქვს, ჩვენ გვაქვს პროფესიული სტანდარტი - ასე პასუხობს სახალხო დამცველის მოადგილე "ქართული ოცნების" თავმდჯომარის" იმ განცხადებას, სადაც ის ომბუდსმენს სააკაშვილთან მიმართებაში პოლიტიკური ინტერესის გატარებაში ადანაშაულებს. გიორგი ბურჯანაძის თქმით, პოლიტიკურად ანგაჟირებული თავად ირაკლი კობახიძის განცხადებაა.
მე არ მომისმენია განცხადება იმის შესახებ, რომ ვინმე მიიჩნევდეს, რომ სახალხო დამცველი პოლიტიკური ინტერესების მქონეა, მაგრამ თუკი ვინმემ ასეთი განცხადება გაავრცელა ძალიან ვწუხვარ. ჩვენ არანაირი პოლიტიკური ინტერესი არ გვაქვს, ჩვენ გვაქვს პროფესიული სტანდარტი, პროფესიული მიდგომები. ვერნაირ შეფასებას, დადანაშაულებას პოლიტიკოსების მხრიდან, როდესაც მათთვის არასასურველი შეიძლება, კეთდებოდეს და მათ პოლიტკური დღის წესრიგს თუ რაღაცა არ აწყობს, არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ გარკვეული პოლიტიკური მიკერძოება გვაქვს. პირიქით, მათი განცხადებაა ალბათ ზედმეტად პოლიტიკური და ანგაჟირებული, - განაცხადა გიორგი ბურჯანაძემ.