ზუგდიდი გადავსებულია ჩამოყვანილი კუნთმაგარი და გონებაჩლუნგი ტიპებით - წითლიძე სუს-ის პროვოკაციაზე საუბრობს

25.10.21 15:34
ზუგდიდი გადავსებულია ჩამოყვანილი კუნთმაგარი და გონებაჩლუნგი ტიპებით - წითლიძე სუს-ის პროვოკაციაზე საუბრობს

,,საკუთარი სოფელი და ზუგდიდიც წააგე, სხვა რეგიონში მხარდამჭერები როგორ გყავს?" - ასე მიმართავს ,,ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი, ანი წითლიძე,  ზუგდიდიდის მერობის სახელისუფლებო კანდიდატს. წითლიძის ინფორმაციით, ზუგდიდში ე.წ. ,,კუნთმაგარი" პირების მობილიზება ხდება.

ზუგდიდი გადავსებულია სხვადასხვა რაიონებიდან ჩამოყვანილი უცნობი, კუნთმაგარი და გონებაჩლუნგი ტიპებით, სუს-ის ჯგუფებით. ,,ნახვაწას" ეკითხებიან ვინ არის ეს ხალხიო და პასუხობს: ჩემი მხარდამჭერები არიან სხვადასხვა რეგიონებიდანო))
Mamuka Tsotseria - ნახვაწ, საკუთარი სოფელი წააგე, ზუგდიდში მხარდამჭერები არ გყავს, ზუგდიდი წააგე და სხვა რეგიონებში რანაირად გყავს შენი ფანები და მხარდამჭერები? - აღნიშნავს ანა წითლიძე.