დასკოჩილი ბიჭების გაუპატიურების ავტორები საუბრობენ ადამიანის უფლებაზე - მამუკა მდინარაძე

25.10.21 15:20
დასკოჩილი ბიჭების გაუპატიურების ავტორები საუბრობენ ადამიანის უფლებაზე - მამუკა მდინარაძე

რაც არ უნდა სასაცილო და პარადოქსული იყოს, მაშინდელი სისტემის შემქმნელები და მთავარი შემქმნელი იმ სისტემის, დღევანდელ სისტემას უწუნებენ რაღაცეებს - ამის შესახებ "ქართული ოცნების" ერთ-ერთმა ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ, განაცხადა.

მისი თქმით, "დასკოჩილი ბიჭების გაუპატიურების ავტორები საუბრობენ ადამიანის უფლებაზე": 

მაგიდაზე გადასკოჩილი ბიჭების გაუპატიურების ავტორები და შემკვეთები ძალადობაზე და ადამიანის უფლებებზე ლაპარაკობენ. ეს ხდება ამ ქვეყანაში სამწუხაროდ და ფეიკები იდგება იმისთვის, რომ ცოტა მაინც გაანეიტრალონ ეს კონტრასტი, რაც შეუძლებელია. შეუძლებელია, რომ დღევანდელ სისტემაში ვინმეს რამე საფრთხე დაემუქროს, მათ შორის, ამ სისტემის შემქმნელ ადამიანს. ესეთი საფრთხეები რეალურად ბუნებაში არ არსებობს, რეალურად არსებობს ფეიკი, რომელიც კიდევ უფრო გამძაფრდება არჩევნების მოახლოებისთვის"- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.