სასამართლო სისტემის კრიზისი, ოპოზიციის აკრძალვა და მედიაზე ზეწოლა - მესამე სექტორი ევროსაბჭოს დელეგაციას შეხვდა

10.11.25 16:15
სასამართლო სისტემის კრიზისი, ოპოზიციის აკრძალვა  და მედიაზე ზეწოლა - მესამე სექტორი ევროსაბჭოს დელეგაციას შეხვდა

თბილისში ვიზიტით იმყოფება ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაცია, რომლის შემადგენლობაშიც ედიდ ესტრელა, საბინა კუდიჩი და ბას კლეინი არიან. დელეგაცია დილიდან არასამთავრობო ორგანიზაციებს შეხვდა, სადაც საქართველოში არსებული პოლიტიკური და სამართლებრივი ვითარება განიხილეს. 

მესამე სექტორის წარმომადგენლების თქმით, პარტნიორებს მიაწოდეს ინფორმაცია ქვეყანაში პოლიტიკურად მოტივირებული სისხლის სამართლის საქმეების, უკანონო დაკავებების და ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ, რაც დემოკრატიის უკუსვლის მტკიცებულებაა.

დელეგაციის განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო მედიის თავისუფლების მდგომარეობასაც - უცხოელ სტუმრებს აინტერესებდათ, როგორ ახერხებენ კრიტიკული ჟურნალისტები მუშაობას რეპრესიული კანონების და მმართველი პარტიის ზეწოლის პირობებში.

ყველაზე უპრეცედენტო გაუარესება აქვს ამ ეტაპზე ევროსაბჭოს მასშტაბით ადამიანის უფლებების კუთხით. ჩამოვიდნენ საქართველოში, რათა პირდაპირ მიიღონ ინფორმაცია უფლებადარღვევების შესახებ, შეხვდნენ უშუალოდ იმ პირებს, რომლებსაც უფლებები დაერღვათ, შეხვდნენ მედიის წარმომადგენლებს, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს. ჩვენს მიერ იქნა მსჯელობა იმ საკითხების გარშემო, რაცჩვენი შესწავლის საგანია. ეს არის, მაგალითად, სასამართლოში არსებული მდგომარეობა, არასამტავრობოებთან მიმართებით მიღებული კანონმდებლობა, ეს არის პოლიპატიმრებთან დაკავშირებით მიღებული რეგულაციები, მედიასთან დაკავშირებული საკითხები, ყველა ის საკითხი, რომელიც ქართული დემოკრატიის უკუსვლას იწვევს. ეს ინფომაციები მათ ჰქონდათ, ჩვენ სხვადასხვა დამატებითი ინფორმაციები მივაწოდეთ, რომელიც არსებულ რეალობაში მათთვის მნიშვნელოვანია, რომ იცოდნენ, - ამბობს გიორგი ბურჯანაძე. 

მსგავსი სიახლეები