დავავალე რეგულირების სააგენტოს, დადოს დასკვნა ციხის საავადმყოფოს მზაობის შესახებ - ტიკარაძე
ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის, თქმით, პენიტენციური სამსახურის N 18 -ე სამკურნალო დაწესებულება ყველა საჭირო სამედიცინო ინვენტარით არის აღჭურვილი და იქ მესამე პრეზიდენტის მოთავსება შესაძლებელია. ტიკარაძის ინფორმაციით, რეგულირების სააგენტოს უკვე დაევალა აღნიშნული კლინიკის ხელმეორედ შესწავლა, რათა საზოგადოებაში კითხვები აღნიშული დაწესებულების ხარისხთან დაკავშირებით აღარ არსებობდეს.
კლინიკას აქვს როგორც დოპლერის აპარატი და რამდენადაც ვიცი, სულ რამდენიმე ხანში თვითონ ციხეში ჩაუტარდება პაციენტს ეს კვლევა, ვინაიდან ეს არის მობილური დანადგარი, რომლის გადაადგილება შესაძლებელია და პენიტენიცური სამსახური ამას უზრუნველყოფს. რაც შეეხება კომპიუტერულ ტომოგრაფს, კომპიუტერული ტომოგრაფი გააჩნია კლინიკას. გამომდინარე იქიდან, რომ არის ძალიან მაღალი ინტერესი საზოგადოებრივი თუ რომელ ტიპს შეესაბამება ეს კლინიკა, რა ხარისხის არის, მე დავავალე რეგულირების სააგენტოს, რომ მოახდინოს განმეორებითი შესწავლა ამ კლინიკის და დადოს შესაბამისი დასკვნა კლინიკის მზაობის შესახებ და უკვე ეს გასაჯაროვდეს, იმიტომ, რომ აღარ იყოს კითხვები, - განაცხადა ტიკარაძემ.