"ციხეში ცხოვრება კოშმარია" - გაათავისუფლებენ თუ არა პატიმრობიდან ნიკოლა სარკოზის?
ციხეში ცხოვრება კოშმარია - ამის შესახებ საფრანგეთის ყოფილმა პრეზიდენტმა, ნიკოლა სარკოზიმ სასამართლო სხდომაზე განაცხადა, რომელსაც დღეს ვიდეოკავშირის საშუალებით ჩაერთო.
„მინდა პატივი მივაგო ციხის ყველა თანამშრომელს, რომლებიც განსაკუთრებულად ჰუმანურები არიან და რომლებმაც ეს კოშმარი ასატანი გახადეს - რადგან ეს კოშმარია“, - აღნიშნა საკროზიმ.
დღეს სახელმწიფო პროკურორმა დამიენ ბრუნემ სარკოზის გათავისუფლების შესახებ მოთხოვნის დაკმაყოფილება მოითხოვა. დღის ბოლომდე გახდება ცნობილი, დატოვებს თუ არა ციხეს ნიკოლა სარკოზი.
- საფრანგეთის ყოფილმა პრეზიდენტმა პარიზის „ლა სანტეს“ ციხეში სასჯელის მოხდა 21 ოქტომბერს დაიწყო მას შემდეგ, რაც პარიზის სასამართლომ მას ხუთწლიანი პატიმრობა მიუსაჯა 2007 წლის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის ლიბიის ლიდერის, მუამარ კადაფის რეჟიმისგან დაფინანსების მოპოვების სქემასთან დაკავშირებული კრიმინალური შეთქმულებისთვის.