"შეაჩერეთ პოლიტიკური დევნა და გააძლიერეთ ზეწოლა ივანიშვილის რეჟიმზე" - ოპოზიცია ევროსაბჭოს დელეგაციას ხვდება
შეაჩერეთ ოპოზიციის დევნა და გააძლიერეთ ზეწოლა რეჟიმზე! - ამ ორი მთავარი მოთხოვნით შევიდა ევროსაბჭოს დელეგაციასთან შეხვედრაზე ოპოზიცია.
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წევრებს ამ წუთებში "ლელოს" წევრები ხვდებიან. მანამდე იყო სამუშაო შეხვედრა "ნაციონალური მოძრაობის" და კოალიცია "ცვლილებების" წარმომადგენლებთან.
ოპოზიციის წარმომადგენლების თქმით, შეხვედრაზე მათ ევროპელ პარტნიორებს დეტალურად მიაწოდეს ინფორმაცია ქვეყანაში მიმდინარე რეპრესიების, ოპოზიციის დევნისა და პოლიტიკური პარტიების შესაძლო აკრძალვის შესახებ.
ენმ-ს თავმდჯომარის, თინა ბოკუჩავას განცხადებით, ევროპელი პარტნიორები აცნობიერებენ, რომ პოლიტიკური პარტიების აკრძალვა საქართველოში დემოკრატიის საბოლოო ჩამოშლის ტოლფასია და რეპრესიული ნაბიჯების შეჩერება ახლა უმთავრესია.
მოწოდება, რა თქმა უნდა, რუსულ რეჟიმზე, რომ რეპრესიული ნაბიჯები შეჩერდეს და აღიარება იმის, რომ პარტიების გაუქმება არის საქართველოში დიქტატურის კონსოლიდაციის ტოლფასი, ამიტომ, რა თქმა უნდა, ამ თემაზე იყო საუბარი. ასევე, პოლიტპატიმრების გათავისუფლების მნიშვნელობაზე და ჩვენის მხრივ, გარდა მომხსენებლების ანგარიშისა, რომელიც ასევე, თავისთავად მნიშნელოვანია, საუბარი იყო სხვა კონკრეტული ინსტრუმენტების ამოქმედებაზე, რომელიც ევროპის საბჭოს ქოლგის ქვეშ არის, როგორიც არის სახელმწიფოთაშორისი სარჩელი ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდეგ ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოში, ისევე როგორც ანტიკორუფციული კონკრეტული ინსტრუმენტების ამოქმედება იმისთვის, რომ მაქსიმალური, სამართლებრივი და ფინანსური საერთაშორისო წნეხი ამოქმედდეს ივანიშვილზეამ რეპრესიული რეჟიმის შესაბოჭად და საბოლოოდ დასამარცხებლად, - ამბობს ენმ-ს თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა.
შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა "ცვლილების" წევრმა გიორგი ბუტიკაშვილმაც, რომელმაც დელეგაციის მხრიდან გამოთქმულ კითხვებსა და განხილვის ძირითად თემებზე ისაუბრა.
განსაკუთრებული ყურადღებით იკითხეს, რა ხდება იმ შემთხვევაში, როდესაც პარტიებს აკრძალავენ ქვეყანაში და მსგავსი გამოცდილება, ფაქტობრივად, არ ააქვს საქართველოს, შესაბამისად, ჩვენი ამოცანაც იყო, რომ ისინი დაგვერწმუნებინა იმაში, რომ საქართველოში მიმდინარეობს პროცესი, რომელიც არ აგჩერდება იქამდე, სანამ "ქართული ოცნება" არ აღიარებს...
დასავლეთის ერთადერთი ინტერესია, ქვეყანაში არის თუ არა დემოკრატია, თუ არის საშუალება, რომ ქვეყანამ გადადგას ნაბიჯები დემოკრატიის მიმართულებით, არ იყვნენ პოლიტიკური პარტიები და არ აიკრძაოს პარტიები, ჩაინიშნოს ახალი არჩევნები. ევროსაბჭოს არ აქვს მანდატი, რომ სანქციებზე ისაუბროს, შესაბამისად, ეს თემა არ ყოფილა, მაგრამ ცხადია, პოლიტიკური ლიდერების ციხეში ხანგრძლივად დატოვება აბსურდული მიზეზებით, იყო ამ თემაზე საუბარი, მათ იკითხეს და ჩვენც მივაწოდეთ ინფორმაცია, როგორ მოქმედებს რუსული რეჟიმი, - ამბობს ბუტიკაშვილი.