"ოცნების" ჩინოვნიკებმა ერთმანეთს კბილები ჩაულეწეს - რა გახდა დაპირისპირების მიზეზი

10.11.25 20:07
"ოცნების" ჩინოვნიკებმა ერთმანეთს კბილები ჩაულეწეს - რა გახდა დაპირისპირების მიზეზი

250-კაციანი წვეულება ყვარელში, ხელჩართული ჩხუბით, გვიან ღამით, დასრულდა. "ქართული ოცნების" მერის მოადგილემ და საკრებულოს თავმჯომარემ ერთმანეთი სცემეს, ერთს ცხვირი აქვს გატეხილი მეორემ კი კბილები დაკარგა. ნაცემია საკრებულოს თავმჯდომარის გივი ზაუტაშვილის ძმაც და საკრებულოს თავმჯდომარის მძღოლი. 

სისხლიან დაპირისპირებამდე რამდენიმე საათით ადრე ლევან გელაძე და გივი ზაუტაშვილი "ოცნების" მაღალჩინოსნებთან ერთად ილიაობის დღესასწაულზე იმყოფებოდნენ, მიიტანეს ყვავილები მემორიალთან, შემდეგ კი მიხეილ ყაველაშვილს და შალვა პაპუაშვილს უმასპინძლეს რესტორან კუდიგორაში. "პირველების" ინფორმაციით, ჩხუბი სწორედ ქეიფის შემდეგ დაიწყო და მინიმუმ ორი რაუნდისგან შედგებოდა. ჯერ რესტორანთან შემდეგ კი იყო ჩასაფრება სახლთან და ქვების სროლა. 

სასტიკად ნაცემი ლევან გელაძე დღეს სამსახურში არ გამოჩენილა, თუმცა მისი თანამშრომლები ამტკიცებენ, რომ მერის მოადგილე გეგმიური სამუშაოების გასაცნობად გავიდა, დღეს სამსახურში არ მისულა არც გელაძის ცოლი, ის ყვარელში საოლქო კომისიის თავმჯდომარეა.

წყარო "პირველებს" უყვება, რომ ქვებით დაპირისპირება ყვარლის ცენტრში ღამის სამ საათზე მოხდა, ლევან გელაძის სახლი კამერებითაა გარშემორტყმული და ეს წესით საქმისთვის მთავარი მტკიცებულება უნდა იყოს, თუმცა ამ დრომდე შინაგან საქმეთა სამინისტროს გამოძიება არ დაუწყია.

"პირველებს" ყვარელში გვეუბნებიან, რომ ლევან გელაძე სამი მოწვევის საკრებულოს თავმჯდომარე იყო, თუმცა წელს დააქვეითეს, მერის მოადგილედ გადაიყვანეს და გავლენებიც დაკარგა, სავარაუდოდ ჩხუბიც პოსტებს და გავლენებისთვის ბრძოლას უკავშირდება. საკრებულოს თავმჯდომარე გივი ზაუტაშვილიც ამ დრომდე გაუჩინარებულია, "პირველების" ინფორმაციით მას კბილი აქვს ჩალეწილი, თავმჯდომარესა და ლევან გელაძეს შორის სიტყვიერი დაპირისპირება ჯერ რესტორან კუდიგორთან დაიწყო შემდეგ კი გელაძეს სახლთან დახვდნენ და სასტიკად გაუსწორდნენ.

დეტალები ნახეთ მარიამ მაკასარაშვილის რეპორტაჟში

მსგავსი სიახლეები