ნიკა მელია კანონდამრღვევად მისივე გატაცების საქმეზე ცნეს - რა ხდებოდა სასამართლოში

10.11.25 20:16
ნიკა მელია კანონდამრღვევად მისივე გატაცების საქმეზე ცნეს - რა ხდებოდა სასამართლოში

კოალიცია "ცვლილებისთვის" ლიდერი დღეს კანონდამრღვევად მისივე გატაცების საქმეზე ცნეს. რუსთავის- მე12 დაწესებულებიდან სხდომაზე ახლობლების სანახავად მოსულმა პოლიტიკოსმა ვერდიქტის მოსმენამდეც იცოდა, რომ სამართალს ივანიშვილის დამორჩილებულ სასამართლოში ვერ იპოვნიდა.

ნიკა მელიას პროცესი დღეს იმ დარბაზში ჩაატარა, სადაც განსაკუთრებით საშიში დამნაშავეები შეყავთ. მინებით დაგმანული იყო სივრცე, სადაც პატიმარი პოლიტიკოსი იჯდა  და ეს ადგილი ორმაგი შუშით იყო გამიჯნული. დარბაზიდან დაკავებული პოლიტიკოსის შემოყვანამდე შეამოწმეს  ბრალდებულის ადგილი. მელიას 3 საათის განმავლობაში 1 ჭიქა წყლის დალევის უფლებაც კი არ მისცეს.

5-თვიანი იზოლაციის შემდეგ რეჟიმმა ნიკა მელია დღეს პირველად გამოაჩინა და სასამართლოში მიიყვანა. წულუკიანის კომისიაზე გამოუცხადებლობისთვის დაჭერილი პოლიტიკოსი დღეს მოსამართლეს უყვებოდა, როგორ გაიტაცეს პოლიციელებმა ციხეში გაშვებამდე 1 დღით ადრე ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიიდან. კითხვები მელიამ მოწმე პოლიციელებს თავადაც დაუსვა.

ახალდანიშნულმა მოსამართლე თორნიკე ქოჩქიანმა მელია კანონდამრღვევად ცნო. ადვოკატები ამბობენ, რომ ეს საქმე პრეცედენტულია და სასამართლომ დღეს მწვანე აუნთო მოქალაქის ნეიტრალური მოწმის გარეშე  პასუხისგებაში მიცემას.

კოალიცია "ცვლილებისთვის" ლიდერისთვის ეს ბოლო განაჩენი არ არის, თუმცა მოსამართლის გაწუწვის საქმეზე ვერდიქტს სასამართლო 24 ნოემბერს გამოაცხადებს.

ვრცლად ნახეთ ნანუკა ქაჯაიას რეპორტაჟში

მსგავსი სიახლეები