პირველი დოზიდან 7 თვის თავზე ჯანდაცვის მინისტრი სრულად ვაქცინირებული არ არის

25.10.21 15:35
პირველი დოზიდან 7 თვის თავზე ჯანდაცვის მინისტრი სრულად ვაქცინირებული არ არის

ჯანდაცვის მინისტრი მეორე დოზით ამ დრომდე არ აცრილა - ეკატერინე ტიკარაძემ "ასტრაზენეკას" ვაქცინის პირველი დოზა 23 მარტს გაიკეთა, მას შემდეგ კი 7 თვეა გასული. 

"შეგატყობინებთ" - უთხრა თემით დაინტერესებულ ჟურნალისტს მთავრობის წევრმა. 

ნებისმიერი სამედიცინო მანიპულაცია არის ადამიანის ინდივიდუალური საკითხი და ამის გასაჯაროვება არ შეიძლება. პირველ დოზაზე იმდენად ცხოველური ინტერესი გაგაჩნდათ, რომ ეს გავაკეთე"- აცხადებს ტიკარაძე. 

ვაქცინაციის პირველი დოზიდან ორ თვეში, 1 ივნისს, ეკატერინე ტიკარაძე კორონავირუსით დაინფიცირდა, კორონავირუსის დამარცხებიდან კი მინიმუმ 4 თვეა გასული.