ვინ მფარველობდა კრისტალ ჯგუფის მფლობელს და მიჰქონდა თუ არა ვლადიმერ სტეფანიანს ქრთამი მაღალჩინოსნებთან?

10.11.25 20:25
ვინ მფარველობდა კრისტალ ჯგუფის მფლობელს და მიჰქონდა თუ არა ვლადიმერ სტეფანიანს ქრთამი მაღალჩინოსნებთან?

ბაკურიანში უკანონო მშენებლობების საქმის პროკურორის კომენტარი ადასტურებს, რომ დიდი ფულის გათეთრების საქმეზე კითხვები, "ოცნების" ყოფილ მაღალჩინოსნებთან არსებობს. გამოძიება ადგენს, ვისი ინტერესი იყო ვლადიმერ სტეფანიანს კორპუსები ნებართვას გარეშე აეშენებინა და დიდი შემოსავალი მიეღო. მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებული კადრების მიხედვით, შენობები და საბაგირო, რომელის უკანონო აშენებაზეც ბიზნესმენს 12 წლით ციხეში უშვებენ, მაშინდელმა პრემიერმა გახსნა და ბიზნესმენს მადლობა გადაუხადა.  

პროკურატურას ბაკურიანში უკანონოდ აშენებული 5 აპარტამენტის აღმოსაჩენად ოპერატიული ინფორმაცია დასჭირდა. იქამდე, სანამ საგამოძიებო უწყებას არ მიმართეს, რომ ვლადიმერ სტეფანიანი კანონს არღვევდა აღმოჩნდა, რომ ეს ვერავინ შეამჩნია. არადა ბიზნესმენი სამშენებლო ნებართვებს ფორმალურად წლების მანძილზე იღებდა. ითხოვდა სამ სართულიანი აპარტამენტების ჩადგმას, საბოლოოდ კი სართულების რაოდენობას აორმაგებდა.

2019 წლიდან დღემდე პროკურატურის მტკიცებით, ვლადიმერ სტეფანიანმა კანონის გვერდის ავლით ბაკურიანში, ჯამში 5 სასტუმროს ტიპის საცხოვრებელი ჩადგა, ააშენა სასრიალო ტრასები, ტობოგანი და საბაგიროები. ბაკურიანის განვითარების სააგენტომ კანონდარღვევისთვის სტეფანიანი რამდენჯერმე დააჯარიმა კიდეც, თუმცა ფაქტია, რომ ამას მშენებლობებისთვის ხელი არ შეუშლია. ჩნდება კითხვა, ვინ მფარველობდა ბიზნესს ვის გამოც სტეფანიანს ხელშეუხებლობის გარანტიები ჰქონდა.

9 მილიონის გათეთრების ბრალდებით დაკავებული ეკონომიკის მინისტრის ყოფილი მოადგილე ერთ-ერთი ის მაღალჩინოსანია, რომელიც ირაკლი ღარიბაშვილთნ ერთად ბიზნესმენ სტეფანიანის მშენებლობებს ათვალიერებდა. დღეს მის საქმეზე სახელმწიფო ბრალდებამ 3 მოწმე დაკითხა, ვინც გამოკითხვისას დაადასტურა რომ მიქაუტაძე ბიზნესის წილებს და ძვირადღირებულ მანქანებს -უკანონო შემოსავლის ლეგალიზების მიზნით ოჯახის ახლობლებზე აფორმებდა.

ვრცლად ნახეთ ლიზა ლასარეიშვილის რეპორტაჟში

მსგავსი სიახლეები